ნავთობის ფასმა 50 დოლარს გადააჭარბა | Allnews.Ge

ნავთობის ფასმა 50 დოლარს გადააჭარბა

ერთი ბარელი ნავთობის ფასმა რვაკვირიანი ზრდის შედეგად 51 დოლარს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ერთი ბარელი "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი 50,89 დოლარს შეადგენს, WTI-ის ტიპის ნავთობი კი 48,22 დოლარს.

ანალიტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია, ნავთობის ღირებულებამ 51 დოლარსაც გადააჭარბოს.

ე.წ შავი ოქროს ფასის ზრდასთან დაკავშირებით, ნიგერიის ნავთობის მინისტრმა, იმანუელ იბ კაჩიკვუმ გასულ ხუთშაბათს განაცხადა, რომ რადგან ოპეკის მიერ გაკეთებული პროგნოზები ნაკლებად სარწმუნოა, მოლაპარაკებები ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით შესაძლოა, ალჟირთან დაიწყოს.

ექსპერტების აზრით, ბაზრის გამოცოცხლება, შესაძლებელია, ოპეკსა და სხვა ნავთობმწარმოებლებს შორის მოლაპარაკებებით მოხდეს, ერთ-ერთი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა კი რუსეთია, -" არსებობს მოსაზრება, რომ მომავალ თვეში რუსეთთან გამართულ შეხვედრაზე ოპეკს გარკვეული გეგმა აქვს," - აცხადებს "ფორექს"-ის ანალიტიკოსი.

ნავთობის ფასი აგვისტოში 25%-ით გაიზარდა, რაც "ფორექსის" ანალიტიკოსის აზრით, გასაკვირი არაა, - "ნავთობის ღირებულება, პოტენციურად 1 ან 2 დოლარით შეიძლება იქამდე გაიზარდოს, სანამ არ მოიძებნება რაიმე კატალიზატორი, რომლის საშუალებითაც ფასის ზრდა შენელდება".

მომზადებულია "როიტერის" მიხედვით

myquiz