საქართველოში ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი იწყება | Allnews.Ge

საქართველოში ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი იწყება

მაისიდან საქართველოში ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ კონტროლს სამი სახელმწიფო უწყება – გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური, ენერგეტიკის სამინისტრო და შემოსავლების სამსახური განახორციელებს. დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიები 8-10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

სანქცია შეეხება ისეთი საწვავის იმპორტს, წარმოებას და მიწოდებას, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს. ნავთობკომპანიებს მოულოდნელად, შერჩევითი წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით შეამოწმებენ.

ნავთობკომპანიების წარმომადგენლებიც თანხმდებიან, რომ საწვავის ხარისხი უნდა შემოწმდეს და ამბობენ, რომ აღნიშნული დადგენილება მათთვის მოულოდნელი სულაც არ იყო. კოლეგების აზრს ეთანხმება კომპანია "სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებელი და დირექტორი ზაალ იაკობიძე:

საქართველოში მოქმედებს პარამეტრები, რომელსაც შემოტანილი საწვავის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს. თუ ისე მოხდა, რომ საწვავის ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს, მერე უკვე საჯარიმო სანქციები გატარდება. საბოლოო ჯამში ეს დადებითი მომენტია, რადგან მომხმარებელმა მანქანის ავზში ხარისხიანი საწვავი უნდა ჩაასხას. ჩემი აზრით, კონტროლი ამ სფეროში საჭიროა, რადგან ქვეყანაში არსებობს პატარა ქარხნები და საწარმოები, რომლებიც ისევე ვალდებულნი არიან ნორმები დაიცვან, როგორც მსხვილი კომპანიები. თუ კონტროლი დაწესდება, დარღვევაც დროზე აღმოჩნდება, ეს კი, საუკეთესო გზაა ფალსიფიკაციის თავიდან ასაცილებლად.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი ბექა კემულარიაც მიიჩნევს, რომ ნავთობკომპანიებმა ამ ნორმების შესახებ იციან და თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ ეს ნორმები დარღვეულია, დამრღვევმა პასუხიც უნდა აგოს:

- თუ საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლები ნორმას არ შეესაბამება, მისი იმპორტი არც უნდა განხორციელდეს, საბაჟო სამსახურიც არ გამოატარებს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი დარღვევა ადგილობრივ ბაზარზე არასწორი შენახვის, ან სხვა მიზეზის ბრალიც იყოს. ამიტომ, თუ შემოწმება დაიწყება, ეს რა თქმა უნდა, კარგია, რადგან მომხმარებელს ეცოდინება, როგორ საწვავს ასხამს თავისი მანქანის ავზში. სხვათა შორის, მე ვფიქრობ, რომ შედარებით მცირე კომპანიებს არანაკლები ხარისხის საწვავი აქვთ, მაგრამ ზოგ-ზოგიერთების აგრესიული ანტიპიარის წყალობით მათი რეპუტაცია საკმაოდ დაბალია. იყო დროს, როცა ზოგიერთი კომპანია იტალიიდან შემოტანილი "მოცეკვავე და მომღერალი" საწვავითაც იწონებდა თავს, მერე კი, აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიებს იმ ხანებში იტალიიდან ერთი ლიტრი საწვავიც არ ჰქონიათ შემოტანილი... იხილეთ გაგრძელება

myquiz