ქართული კიტრი ექსპორტზე გავა | Allnews.Ge

ქართული კიტრი ექსპორტზე გავა

"თანაინვესტირების ფონდმა" ქართულ ბაზარზე ბოსტნეულის ახალი ბრენდი "პლანტა" გამოიტანა.

ამ ეტაპზე "პლანტა" კიტრის კულტურებით არის წარმოდგენილი. 2016 წლის ბოლოს კი მომხმარებლებისთვის პომიდვრის სხვადასხვა ჯიშის შეთავაზებაც იგეგმება. როგორც სს საქართველოს სათბურის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მოისწრაფიშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, გრძელვადიან პერიოდში სხვა ბოსტნეულის კულტურების წარმოებაც ბაზარზე წარმოქმნილი მოთხოვნის შესაბამისად მოხდება.

დღეისათვის "პლანტას" პროდუქციის შეძენა თბილისის თითქმის ყველა მსხვილ სუპერმარკეტსა და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაშია შესაძლებელი.

ირაკლი მოისწრაფიშვილის განცხადებით, პროდუქცია "პლანტას" ბრენდის ქვეშ საექსპორტო ბაზაზეც გავა.

-"პლანტა" ქართულ ბაზარზე 2016 წლის იანვარში გამოჩნდა. პროდუქციის პირველადი წარდგენა უკვე მოხდა რუსეთის ფედერაციის ბაზარზე, სადაც ქართულმა პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და გაჩნდა მოთხოვნა დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსულ სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომელთა დასრულების შემდეგ "პლანტა" უფრო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი საექსპორტო ბაზარზე", - აღნიშნა მოისწრაფიშვილმა. იხილეთ გაგრძელება

myquiz