ფულადი გადარიცხვები იაფდება | Allnews.Ge

ფულადი გადარიცხვები იაფდება

"პროკრედიტ ბანკი" ფულად გადარიცხვებს მნიშვნელოვნად აიაფებს.

როგორც ბანკის ერთ-ერთი დირექტორი, ალექსანდრე მატუა ამბობს, ამიერიდან, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი მოცულობის თანხის გადარიცხვა, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირებისთვის მხოლოდ 8 ევროდ იქნება შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში კი თუ ევროში გამოსახული თანხის გადარიცვხა "პროკრედიტ ბანკის" საშუალებით იმ ქვეყნებში მოხდება, სადაც აღნიშნული ბანკი ოპერირებს, ნებისმიერი მოცულობის თანხის გადარიცხვა მხოლოდ 2,5 ევრო ეღირება.