უკრაინაში შეიარაღებული პირი ავტობუსს თავს დაესხა და მგზავრები გაიტაცა | Allnews.Ge

უკრაინაში შეიარაღებული პირი ავტობუსს თავს დაესხა და მგზავრები გაიტაცა

უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებული პირი ავტობუსს თავს დაესხა და მგზავრები გაიტაცა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ინციდენტის ადგილიდან სროლის ხმა ისმოდა. პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც ავტობუსს თავს დაესხა, იარაღი და ასაფეთქებელი მასალა აქვს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გამტაცებელმა ვიდეოჩაწერა და სოციალურ ქსელ "ტვიტერში" პოსტი გამოაქვეყნა.

მამაკაცი, რომელიც თავის თავს მაქსიმ პლოხის უწოდებს, ითხოვს, მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ "კანონიერი ტერორისტები" არიან. კერძოდ, ის აღნიშნული შინაარსის ვიდეომიმართვის გავრცელებას სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებისგან ითხოვს.

ის აცხადებს, რომ ერთი ასაფეთქებელი მოწობილობა ხალხმრავალ ადგილზე აქვს დამალული.

myquiz