როგორ იცვლებოდა საქართველოს მოსახლეობა წლების განმავლობაში | Allnews.Ge

როგორ იცვლებოდა საქართველოს მოსახლეობა წლების განმავლობაში

აღწერიდან აღწერამდე საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდება. საქსტატის 2000 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 4 მილიონ 435 200 ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო 2016 წელს ეს მონაცემები 3 720 400-მდე შემცირდა. გამოდის, რომ 16 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა 700 ათასზე მეტი ადამიანით შემცირდა. ბოლო 30 წლის განმავლობაში კი საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ თითქმის მილიონ 600 ათასით იკლო.

ALLNEWS.GE-ი დაინტერესდა როდის ცხოვრობდა საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი და როგორ მცირდებოდა წლების განმავლობაში მათი რაოდენობა. როგორც პროფესორი და დემოგრაფი ანზორ თოთაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, საქართველოს მოსახლეობის შესახებ პირველი ცნობები 1254 წლიდან მოდის. იმ პერიოდში საქართველოს მოსახლეობა 8 მილიონს შეადგენდა.

როგორ იცვლება დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა წამების განმავლობაში - LIVE

"ოფიციალური ცნობები სწორედ მე-13 საუკუნიდან მოდის. ამის შემდეგ საქართველოში იყო ბევრი შემოსევა, ტყვეთა გაყიდვა, ბრძოლები. ხოლო როდესაც საქართველო რუსეთს შეუერთდა ქართველების რაოდენობა მხოლოდ და მხოლოდ 700 ათასი იყო. თუმცა, 1814 წელს საშინელი შავი ჭირის გამო მოსახლეობა 400 ათასამდე შემცირდა. 

მე-19 საუკუნის ბოლოს 1897 წელს რუსეთის იმპერიაში მოსახლეობის აღწერა ჩატარდა. ამ აღწერის მიხედვით საქართველოში 2 მილიონ 109 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ჩვენ განადგურებას გადავრჩით", - ამბობს თოთაძე.

როგორც დემოგრაფი ამბობს, 1926 წელს საქართველოში 2 607 000 ადამიანი ცხოვრობდა. 1989 წლის მონაცემების მიხედვით კი საქართველოს მოსახლეობა 5 401 000-მდე გაიზარდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობა ისევ კლებას იწყებს.

"თქვენ იცით, რომ საბჭოთა კავშირის დაშლას ეკონომიკურ ნგრევა, გაჭირვება და ომი მოჰყვა. 2002 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით კი მოსახლეობა 4 371000-მდე შემცირდა. მოსახლეობის კლების მიზეზი იყო, როგორც ბუნებრივი მიზეზები, ასევე მიგრაციაც. უკვე 2015 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3 711 3000-მდე შემცირდა. ეს არის კატასტროფლად მცირე რაოდენობა. ფაქტიურად საქართველოში დემოგრაფიული ბალანსი დაირღვა " - აცხადებს დემოგრაფი.

როგორც ანზორ თოთაძე აღნიშნავს, მოსახლეობის შემცირებით, სამხრეთ კავკასიაში ქართველების წილიც შემცირდა. 1826 წელს საქართველოს მოსახლეობის წილი რეგიონში 45 პროცენტს შეადგენდა, აზერბაიჯანის მოსახლეობა კი 39 პროცენტს.

სომხეთის მოსახლეობის 76 პროცენტი ღარიბია

"ახლა აზერბაიჯანის მოსახლეობამ 10 მილიონს მიაღწია, რაც სამხრეთ კავკასიის მოსახლეობაში მათი წილი 62 პროცენტს შეადგენს, ქართველების წილი კი მხოლოდ 18 პროცენტია. კავკასიაში ინტერესთა გადაკვეთის გზებია, როცა ასე ძალიან შევმცირდით და დემოგრაფიული ბალანსი ასე დაირღვა ძალიან ბევრ ეროვნულ და ეკონომიკურ სხვადასხვა ღონისძიებას ვეღარ ვახორციელებთ. საქართველოში ამჟამად დემოგრაფიული ვითარება უაღრესად მძიმეა, ასე თუ გაგრძელდა ქვეყანა დემოგრაფიულ კატასტორფას ვერ აცდება", - ამბობს თოთაძე.

დემოგრაფის თქმით, 1960-89 წლებში მოსახლეობის ბუნებრივი მატება 55 ათასზე მეტი იყო, ზოგიერთ წლებში კი 76 ათასამდეც ადიოდა. თუმცა ბოლო 25 წლის განმავლობაში ბუნებრივი მატება მხოლოდ რამდენიმე ათასი დაფიქსირდა. ცალკეულ წლებში კი საქართველოში ნულოვანი მატება ფიქსირდებოდა.

გენდერული უთანასწორობა: რა იმალება მშრალი სტატისტიკის უკან?

"1980-დან 1990 წლამდე საქართველოში 455 ათასი გოგონა დაიბადა, აფხაზეთისა და ოსეთი გამოკლებით. მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაიბადა 236 ათასი გოგონა. 2020 წლისთვის ეს მაჩვენებელი კიდევ განახევრდება. გარდა ამისა, იკლო სოფლის მოსახლეობის რაოდენობამაც. ბოლო 10 წლის განმავლობაში სოფლის მოსახლეობა 486 ათასით შემცირდა", - აღნიშნა დემოგრაფმა.

2002 წელს საქართველოში 28 დიდი სოფელი იყო, რომელთა მოსახლეობაც ცალ-ცალკე 5 ათასს ჭარბობდა. ამჟამად ასეთი სოფლების რაოდენობა 12-მდე შემცირდა. გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობა კი 162-დან 223-მდე გაიზარდა.

ლიკა ამირაშვილი

საქართველოს მოსახლეობა 2000 წლიდან 2016 წლამდე (საქსტატი)

2000

4 435.2

2001

4 401.4

2002

4 371.5

2003

4 342.6

2004

4 315.2

2005

4 321.5

2006

4 401.3

2007

4 394.7

2008

4 382.1

2009

4 385.4

2010

4 436.4

2011

4 469.2

2012

4 497.6

2013

4 483.8

2014

4 490.5

2015

3 713.7

2016

3 720.4

myquiz