ანომალიური სიცხე ევროპაში: მეცნიერების არცთუ ისე სანუგეშო პროგნოზი | Allnews.Ge

ანომალიური სიცხე ევროპაში: მეცნიერების არცთუ ისე სანუგეშო პროგნოზი

ექსტრემალურმა ამინდმა, ასწლეულის მიწურულს, შესაძლოა, ევროპის კონტინენტზე ყოველწლიურად, 152 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს. ეს რიცხვი 50-ჯერ აჭარბებს სტიქიების ამჟამინდელი მსხვერპლის რაოდენობას, - ამის შესახებ ევროპული კომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის ექსპერტები აცხადებენ. კვლევა  გამოცემა Lancet Planetary Health-ში გამოქვეყნდა.

ანიმალიური სიცხე, ევროპის სამხრეთ ნაწილში, ამინდთან დაკავშირებული სიკვდილის მთავარ მიზეზს (99%-ს) წარმოადგენს.

სიცხე ევროპაში

მიმდინარე კვირას სამხრეთ ევროპის რიგ ქვეყნებში ჰაერის ტემპერატურამ 44ºC-ს მიაღწია. რამდენიმე ქვეყანამ ანომალიურ სიცხესთან დაკავშირებით, ოფიციალური გაფრთხილებებიც გამოაქვეყნა, რომელიც მოსახლეობას მეტი წყლის მიღებასა და დღის საათებში ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებას მოუწოდებენ.

ჩვეულებრივზე 10ºC-ით მაღალი ტემპერატრა დაფიქსირდა იტალიაშიც, რამაც ტყის ხანძრები გამოიწვია. რამდენიმე რეგიონში არსებობს გვალვის საფრთხე.

მინიმუმ ორი ადამიანი გარდაიცვალა რუმინეთსა და პოლონეთში - კონტინენტის მასშტაბით, ათეულობით ადამიანი სიცხისგან გამოწვეული მიზეზებით მოხვდა საავადმყოფოში.

ოთხშაბათს, თერმომეტრის ნიშნულმა სარდინიაში 44ºC-ს, ხოლო სიცილიაში 42ºC-ს მიაღწია. ხუთშაბათს რომის გარეუბნებში 43ºC სიცხე დაფიქსირდა.

პარასკევს, ალბანეთის სამხედრო ძალები მეხანძრეებთან ერთად, ათეულობით ტყის ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ, რომლებმაც თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ალბანეთში ჰაერის ტემპერატურა ამჟამად 40ºC-ს აღწევს.

ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირს ხანძრებთან დაკავშირებით დახმარების თხოვნით მიმართა.

ევროპული მეტეოცენტრის Meteoalarm-ის მონაცემებით, ძლიერი სიცხე ცენტრალურ ევროპასა და ბალკანებზე კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

 

8-9 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რაიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს

myquiz