18.08.2017 / 14:35
შრიფტის ზომა:

ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება შემცირდა

მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება შემცირდა. ამის შესახებ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ სოფლის მეურნეობის შესახებ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებშია ნათქვამი.

"საქსტატის" ცნობით, საანგარიშო პერიოდში რძის წარმოებამ 183.6 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.7%-ით ნაკლებია.

მომხმარებელი.ჯი-ს ცნობით, ხორცში, რძეში და ყავაში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა

ამასთან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში ხორცის წარმოება 13.8%-ით შემცირდა და 14.4 ათასი ტონა შეადგინა.

რაც შეეხება კვერცხს, "საქსტატის" წინასწარი მონაცემების თანახმად, კვერცხის წარმოებამ იანვარი-ივნისში 151.4 მილიონი ცალი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.2%-ით ნაკლებია.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვერცხი შეამოწმა