აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ 27 აგვისტოს გახდება ცნობილი | Allnews.Ge

აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ 27 აგვისტოს გახდება ცნობილი

უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ 27 აგვისტოს გახდება ცნობილი.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჩარიცხვისა და საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნების თარიღი სავარაუდოდ 27 აგვისტოა.

"27 აგვისტოს სავარაუდოდ ჩარიცხვის და საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები გვექნება. გუშინ დაიწყო ნაშრომების გასწორება, 1900-ზე ოდნავ მეტია ჯამური რაოდენობა ყველა საგანში. ეს ნამდვილად არ არის ბევრი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, მაქსიმუმ 10 დღეში დასრულდება ნაშრომების გასწორება. შემდეგ ჩვენ გვჭირდება რამდენიმე დღე ჩარიცხვებამდე, რადგან კონკრეტული ინფორმაცია უნდა მივიღოთ აკრედიტაციის ცენტრისგან, ვინ მიიღო ადრე გრანტი და ვინ უნდა ამოვიღიოთ საგრანტო კონკურსიდან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩარიცხვას 27 აგვისტოსთვის გამოვაცხადებთ", - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

myquiz