როგორ ერთობა ჩრდილოეთ კორეის ელიტა | Allnews.Ge

როგორ ერთობა ჩრდილოეთ კორეის ელიტა

ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრება არც ისე ცუდია იმ შემთხვევაში, თუ იქაური ელიტის წარმომადგენელი ხარ. მაშინაც კი როდესაც აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა დაძაბულია და მუდმივად მუქარის განცხადებები ისმის, ჩრდილოეთ კორეის ელიტა სარეკრეაციო პარკებსა და რესტორნებში მშვიდად ერთობა და სპორტული აქტივობებით და სხვა სახის გართობით არის დაკავებული.

"ფხენიანი საკმაოდ ვითარდება. იგი ადრე ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის შავი ლაქა იყო, ახლა კი აქ გართობა, რესტორნები, მობილური ტელეფონი, ავტომობილები გასაკვირი არ არის. ეს ქალაქი საკმაოდ სწრაფად იზრდება. განათლების სისტემა სტალინისტური საბჭოთა კავშირის მსგავსია, რომელიც კომუნიზმის იდეალისტურ აღქმაზეა დაფუძნებული. თუმცა, ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა ვითარდება. მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილისთვის კი ფული, გაჯეტები, სმარტ მოწყობილობები და კომუნიკაციის სხვა საშუალებები უცხო აღარ არის" , - ამბობს ჩრდილოეთ კორეის საკითხებში ექსპერტი, პროფესორი ლეონიდ პეტროვი.

ჩრდილოეთ კორეაში ახლა 105 წელია - შოკისმომგვრელი ფაქტები ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანაზე
"უჩვეულო" პროდუქცია, რომელიც ჩრდილოეთ კორეას ექსპორტზე გააქვს
ყველაზე არადემოკრატიული "დემოკრატიული რესპუბლიკა"

თუმცა, პეტროვის თქმით, ჩრდილოეთ კორეა ისეთი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ვერასოდეს გახდება, როგორიც ჩინეთია.

"არავინ აპირებს ჩრდილოეთ კორეელებთან სავაჭრო ურთიერთობების დაწყებას, მანამ ვიდრე ამერიკელები ამის ნებართვას არ გასცემენ", - აღნიშნავს პეტროვი.

რა სურს სინამდვილეში კიმ ჩენ ინს
ვინ გაბედა კიმ ჩენ ინის "ზურგზე შემოჯდომა"?
myquiz