კიტრის უნიკალური სამკურნალო თვისებები - იგი მენდელეევის სისტემის თითქმის ყველა ელემენტს შეიცავს | Allnews.Ge

კიტრის უნიკალური სამკურნალო თვისებები - იგი მენდელეევის სისტემის თითქმის ყველა ელემენტს შეიცავს

კიტრი სითბოს, სინათლისა და ტენის მოყვარული ბალახოვანი მცენარეა, რომლის სამშობლოც ინდოეთია. მისი ნაყოფი წყურვილის მომკვლელი შესანიშნავი საშუალებაა. არც არის გასაკვირი - კიტრის ქიმიური შედგენილობის 95% ხომ წყალია, დანარჩენ ხუთიოდე პროცენტს ნახშირწყლები, ცილები, ვიტამინები (თუმცა არცთუ დიდი რაოდენობით), ორგანული მჟავები და ნაცარი ქმნის.

აქედან 2-2,5% შაქრებია, 0,4-0,5% კი მინერალურ ნივთიერებებზე მოდის. ვიტამინებიდან კიტრი შეიცავს C-ს, B1-ს, B2-სა და A პროვიტამინს. აღსანიშნავია, რომ კიტრი სტრუქტურირებულ წყალს შეიცავს. მისი სამკურნალო თვისებები ტუტე ელემენტების მინერალური მარილების, მიკროელემენტების მარილების, ეთერზეთებისა და პექტინების შემცველობითაა განპირობებული.

კიტრის ნაყოფი მდიდარია ფოსფორით, კალიუმითა და კალციუმით.

მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ კიტრი რეკორდსმენია ბოსტნეულ კულტურებს შორის ტუტე ეკვივალენტების შემცველობის გამო. გარდა ამისა კიტრში ორგანიზმისათვის მეტად სასარგებლო მაგნიუმის, რკინის, ალუმინის, სილიციუმის, იოდისა და გოგირდის მარილებია. სულ ახლახან მკვლევრებმა კიტრში ვერცხლის მარილებიც აღმოაჩინეს. გამოდის, რომ ერთი ჩვეულებრივი კიტრი მენდელეევის სისტემის თითქმის ყველა ელემენტს შეიცავს.

სამკურნალო თვისებები

კიტრში შემავალი პექტინები აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცესს, აფერხებენ ლპობით პროცესებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, უჯრედისი აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, არეგულირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში. კიტრის წყალობით ორგანიზმში ქვეითდება ნახშირწყლების ცხიმად გარდაქმნა, ამიტომაც ამ მცენარის ნაყოფს, როგორც დიეტურ პროდუქტს, სიმსუქნით დაავადებულთა კვებით რაციონში განსაკუთრებული ადგილი უკავია. კიტრით განტვირთვის დღეები კი სასარგებლოა როგორც ღვიძლის, ასევე თირკმლის პათოლოგიით დაავადებულთათვის. კიტრის დღეები არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ პროფილაქტიკის მიზნითაც შეგიძლიათ მოიწყოთ. ამისათვის დღეში 2 კგ კიტრი ცოტაოდენ მარილთან ერთად უნდა მიირთვათ, 5 ჯერზე გადანაწილებით. გასტრიტისა (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება) და წყლულოვანი პათოლოგიის გამწვავების დროს, ასევე რემისიის (ძირითად სიმპტომთა შენელება-შესუსტების) დროს რეკომენდებულია კიტრის თაფლნარევი წვენის მიღება (1 სადილის კოვზი 2-ჯერ დღეში ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, შეგიძლიათ მიირთვათ ერთი კიტრი თაფლით).

myquiz