28.10.2016 / 12:01
შრიფტის ზომა:

ზამთრის სიცივესთან ბრძოლის მარტივი ხერხები

რჩევები ჯანმრთელი ორგანიზმისა და კანის შესანარჩუნებლად

1. აბანოში ცხელი წყლის ქვეშ დიდხანს არ გაჩერდეთ, რათა თქვენი კანი გამოშრობისგან დაიცვათ. ამის ნაცვლად, თბილი წყალი გამოიყენეთ და ამ გზით ბუნებრივი ცხიმები შეინარჩუნეთ.
2. გამოიყენეთ დამატენიანებლები.
3. ხელებზე დამატენიანებლის წასმის შემდეგ ხელთათმანები ამოიცვით.
4. მიიღეთ ვიტამინები და სიცივის შემთხვევაშიც კი გარეთ გაისეირნეთ. ზამთარში სიარულის დროს ხომ 50%-ით მეტ კალორიას ვწვავთ ვიდრე ჩვეულებრივ. თუმცა, გირჩევთ სანამ გახურდებით ნელა იაროთ.
5. ერთ ფინჯან ცხელ შოკოლადს ბალახეულის ნახარში ამჯობინეთ.
6. ოთახის მცენარეები თქვენ სახლს ნოტიოს გახდის და ჟანგბდით მოამარაგებს.
7. თუ ზამთარში გაცივდით - სურდო გაქვთ და ყელი გტკივათ, ვარჯიში პირველი დამხმარეა. მაგრამ თუ გაციება ყელს გასცდა - გულ-მკერდის არესა და კუნთებში ტკივილს გრძნობთ, ამ შემთხვევაში ვარჯიშით კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებთ ორგანიზმს. ამიტომ, დასვენება საუკეთესო საშუალებაა გამოჯანმრთელებისთვის.

როდის დაფიქსირდა საქართველოში ყველაზე ცივი ზამთარი

რჩევები მანქანისთვის

1. იმ შემთხვევაში თუ თოვლში ჩარჩით, მოჭიდებისთვის მანქანის ხალიჩები გამოიყენეთ.
2. თუ მანქანის წინა შუშა გეყინებათ და მის გალღობაში სამსახურში გაგვიანდებათ, შეაზავეთ ძმარი და წყალი, და ღამით ფანჯარას მიასხურეთ.
3. სასურველია მანქანა სახით აღმოსავლეთით დააპარკინგოთ, რათა მზემ საქმე თქვენ ნაცვლად გააკეთოს.

რჩევები სახლისთვის

1. თუ ჭერზე ვენტილატორი გიკიდიათ, საათის მიმართულების საწინააღმდეგოდ დაატრიალეთ და ჭერში ასული სითბო ისევ ქვევით დაბრუნდება.
2. მზიან ამინდებში ფარდების გადაწევა არ დაგავიწყდეთ. შეიძლება გარეთ ციოდეს, მაგრამ მაგრამ მზე თქვენს სახლს სითბოს შენარჩუნებაში დეხმარება.
3. უამინდობის პერიოდში სქელი ფარდები გამოიყენეთ, რათა გარედან ნაკლები სიცივე შემოვიდეს
4. რადიატორისა და გამათბობლების უკან ფოლგის ჩაფენა შეგიძლიათ, რათა მან სითბო აისხლიტოს და ოთახში დააბრუნოს.

წელს ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი ზამთარი იქნება