გენერალი, რომელმაც ჰიტლერის ბრძანება არ შეასრულა და პარიზი განადგურებისგან იხსნა- გმირი თუ მოღალატე? | Allnews.Ge

გენერალი, რომელმაც ჰიტლერის ბრძანება არ შეასრულა და პარიზი განადგურებისგან იხსნა- გმირი თუ მოღალატე?

1944 წლის 9 აგვისტოს პარიზში ახალი სამხედრო გუბერნატორი და გერმანული გარნიზონის უფროსი გენერალი დიტრიხ ფონ ჰოლტიცი ჩავიდა. მას, ჰიტლერის ბრძანებით, პარიზი უნდა დაეცვა და მოკავშირეთა ჯარები ქალაქში არ უნდა შეეშვა. თავისი გუბერნატორობის 16 დღის მანძილზე, ფონ ჰოლტიცი გამუდმებით ღებულობდა ბრძანებებს ჰიტლერისგან იმის შესახებ, რომ პარიზი «მტრის ხელში არ უნდა მოხვედრილიყო და თუ ეს მაინც მოხდებოდა, მის ადგილზე, მხოლოდ ნანგრევების გროვები უნდა დარჩენილიყო»... და უნდა აღინიშნოს, რომ პარიზის ყველა ხიდის და საერთოდ, მთელი ქალაქის დასანაღმავად, გერმანელებს საკმარისი რაოდენობის ასაფეთქებელი მასალა და დრო ჰქონდათ.

და ყველაზე საინტერესო, ჰოლტიცის და ჰიტლერის სატელეფონო საუბრებიდან, ფიურერის კითხვა იყო: «პარიზი იწვის?» (ამ სახელით 1966 ფრანგულ–ამერიკული ფილმი გადაიღეს, რომელში მთავარ როლებს კირკ დუგლასი, ჟან-პოლ ბელმონდო, ალენ დელონი, ივ მონტანი და სხვა, იმ დროს პოპულარული, მსახიობები ასრულებდნენ) – ეტყობა, წაგებული ომის შემდეგ, ეს ფიურერის უკანასკნელი სურვილი იყო.

დიტრიხ ფონ ჰოლტიცის სამხედრო კარიერას თუ გადავხედავთ, ვნახავთ რომ, ის დავალებებს ყოველთვის ზუსტად ასრულებდა. დიტრიხი პრუსიელი სამხედროს ოჯახში აღიზარდა და პირველი მსოფლიო ომის დასრულების მომენტისთვის, მას უკვე ჰქონდა სამხედრო გამოცდილება, 2 რკინის ჯვარი და უფროსი ლეიტენანტის წოდება.

გენერალი დიტრიხ ფონ ჰოლტიცი

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ის სამხედრო ქვეგანაყოფს ხელმძღვანელობდა და 1940 წელს, ჰოლანდიური ოპერაციისთვის, რომლის დროსაც გერმანელებმა როტრდამი მიწასთან გაასწორეს, დიტრიხ ჰოლტიცმა რაინდის რკინის ჯვარი და პოლკოვნიკის წოდება მიიღო. 1942 წლის ზაფხულში ის უკვე პოლკის მეთაური იყო და სევოსტოპოლისთვის იბრძოდა. შედეგად, ქალაქს როტრდამის ბედი ეწია. ხოლო, 47 წლის ჰოლტიცი იმ მომენტისთვის, ვერმახტის ყველაზე ახალგაზრდა გენერალი გახდა. ასე რომ, ის გამოცდილი სამხედრო პირი იყო და კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, თუ რას აკეთებდა. ხოლო, პარიზს და პარიზელებს კი გაუმართლათ, რომ ოკუპაციის უკანასკნელ დღეებში, ქალაქის გუბერნატორად გამოცდილი და ჭკვიანი ადამიანი დაინიშნა, რომელმაც თავისი ფიურერის ბრძანება არ შეასრულა.

და მაინც, რატომ არ შეასრულა გენერალმა ჰიტლერის პირდაპირი ბრძანება და რატომ მისცა მოკავშირეებს, ფაქტიურად, წინააღმდეგობის გარეშე, ქალაქში შესვლის უფლება?

ჯერ ერთი, როგორც აღვნიშნეთ, ის პროფესიონალი სამხედრო იყო და კარგად ესმოდა, ქალაქის შენარჩუნებას ვერ შეძლებდა და უკეთეს შემთხვევაში, ტყვეთა ბანაკში აღმოჩნდებოდა. გარდა ამისა, შვედი კონსული რაულ ნორდინგი მასთან კონტაქტზე ხშირად გადიოდა და ყოველ ჯერზე ატყობინებდა, რომ პარიზის განადგურების მცდელობის შემთხვევაში, ის სამხედრო დამნაშავის სტატუსს ავტომატურად მიიღებდა. გარდა ამისა, მისი ოჯახი (ფეხმძიმე მეუღლე და 2 ქალიშვილი), იმ დროისთვის, გერმანიიდან გაყვანილი იყო და გენერლის ღალატისთვის ჰიტლერი მათზე შურს ვერ იძიებდა.

და კიდევ, არანაკლებ მნიშვნელოვანი გარემოება ის იყო, რომ გარიგების თანახმად, გენერალი ფონ ხოლტიცი, «ღირსების ბრძოლის» (იგულისხმება ქუჩის ბრძოლები, გერმანელ ჯარისკაცებსა და ფრანგების შეიარაღებულ ფორმირებებს შორის) შემდეგ, ტყვედ მოკავშირეების რეგულარულ არმიას უნდა ჩაჰბარებოდა და არა ფრანგული წინააღმდეგობის ფრონტს, რომელიც იმ დროს, პარიზის ქუჩებს ფაშისტებისგან «ასუფთავებდა».

დიტრიხ ფონ ხოლტიცი ტყვეობიდან 1947 წ. გაათავისუფლეს და ყველა ბრალდება მოუხსნეს. 1956 წელს ის პარიზში ჩავიდა და Hôtel Majestic-ს ეწვია, რომელშიც ოკუპაციის დროს, გერმანელების შტაბ–ბინა იყო განთავსებული. მან სასტუმროს მენეჯერს თავისი ძველი ნომრის ჩვენება სთხოვა, ოთახში 15 წუთი დაჰყო, ხოლო შემდეგ, სასტუმრო დატოვა. განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ:

ჰიტლერის „მსოფლიო დედაქალაქი“, გუმბათი მანჰეტენის თავზე და სხვა გრანდიოზული პროექტები, რომლებიც ჩვენთვის ნაცნობ ქალაქებს სამუდამოდ შეცვლიდა

 

ნახეთ ჰიტლერის ბუნკერის აქამდე უცნობი ფოტოსურათები, სადაც ჰიტლერმა და ევა ბრაუნმა თავი მოიკლეს

 

შეეძლო თუ არა ჰიტლერს ომის მოგება?- რატომ ჩავარდა "ბარბაროსას" გეგმა

 

myquiz