გაგარინის კოსმოსური მისიის საიდუმლო, რომელსაც დასავლეთს უმალავდნენ- უცნობი ფაქტები კოსმოსში პირველი ადამიანის გაფრენის შესახებ | Allnews.Ge

გაგარინის კოსმოსური მისიის საიდუმლო, რომელსაც დასავლეთს უმალავდნენ- უცნობი ფაქტები კოსმოსში პირველი ადამიანის გაფრენის შესახებ

62 წლის წინ, 1961 წლის 12 აპრილს მსოფლიოში პირველად ადამიანი გაფრინდა კოსმოსში, ამ ღირშესანიშნავი თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს პირველი კოსმონავტის და მისი გაფრენის შესახებ.

9:07 საათზე მოსკოვის დროით, საბჭოთა კოსმოსურმა ხომალდმა „ვოსტოკ -1“ -მა სტარტი აიღო ბაიკონურის კოსმოდრომიდან. მას მართავდა იური გაგარინი, რომელსაც გაფრენის დღეს მიენიჭა მაიორის საგანგებო წოდება. პირველმა სტუმრობამ კოსმოსში 1 საათსა და 48 წუთს გასტანა და დასრულდა პირველი კოსმონავტის წარმატებით დაბრუნებით.

იური გაგარინის გაცნობა კოსმოსურ ხომალდ "ვოსტოკთან" მოხდა მის გაშვებამდე ცხრა თვით ადრე.

იმ დღეს მთავარი კონსტრუქტორი სერგეი კოროლევი, შეხვდა ისტორიულ გაფრენის 6 სავარაუდო პრეტენდენტს.მან კოსმონავტებს აჩვენა სხვადასხვა ტიპის კოსმოსური ხომალდები, ისაუბრა მათ სტრუქტურაზე და ბოლოს შეჩერდა ორმეტრიანი ვერცხლის ბურთთან. აღმოჩნდა, რომ ეს "ვოსტოკი" იყო.

- კარგი, ვის სურს პილოტის სავარძეში ჩაჯდომა? - იკითხა აკადემიკოსმა. იური გაგარინი იყო პირველი, ვინც ხალისით დათანხმდა: "ნებას დამრთავთ?" -იკითხა მან, გაიხადა ფეხსაცმელი და წინდების ამარა ავიდა კოსმოსური ხომალდის კაბინაში. ახალგაზრდა მფრინავის ჟესტმა შთაბეჭდილება მოახდინა სერგეი კოროლევზე. მან ჩურჩულით გადაულაპარაკა თავის მოადგილეს: "ეს ალბათ პირველი გაფრინდება".

კოსმოსში პირველი გაფრენისთვის იური გაგარინს არა ერთი, არამედ ორი დუბლიორი შეურციეს. სერგეი კოროლევს ეჭვი არ ეპარებოდა: კანდიდატი უნდა მოეძებნათ ავიამანადგურებლების პილოტებიდან: 30 წლამდე ჯანმრთელი მამაკაცი, არაუმეტეს 170 სმ სიმღალის და 70 კგ-მდე წონის. ყველა ეს მოთხოვნა ნაკარნახევი იყო "ვოსტოკის" ზომით და სარაკეტო სიმძლავრით. გასაუბრებისა და სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ, 3461 კანდიდატიდან 20 ადამიანი შეირჩა. ხოლო საბოლოოდ სამი ლიდერი გამოიკვეთა: - იური გაგარინი, გრიგორი ნელიუბოვი და გერმან ტიტოვი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი უკეთ იყო მომზადებული, ითვლება, რომ იური გაგარინმს უპრატესობა მიანიჭეს იდოლოგიურად უფრო მისაღები სახელის და სანიმუშო სლავური სანიმუშო გარეგნობის გამო. ტიტოვი და ნელიუბოვი გაგარინის დუბლიორები იყვნენ და ხომალდის სტარტის დროს, რაიმე გაუთვალისწინებელი ამბის შემთხვევაში სრულ მზადყოფნაში იყვნენ გაგარინის მაგივრად გაფრენილიყვნენ.

კოსმოსში ცხოველების წარმატებული გაშვების მიუხედავად, ზუსტად არავინ იცოდა რა ელოდა ორბიტაზე პირველ კოსმონავტს. სახელმწიფო კომისიის მრავალი წევრი დარწმუნებული იყო, რომ ისინი ფაქტობრივად თვითმკვლელს აგზავნიდნენ. თვითონ იური გაგარინმაც მშვენივრად ხვდებოდა, რომ მას საშიში მოგზაურობა ელოდა. ამიტომ, სტარტამდე ორიოდე დღით ადრე, მან გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა ცოლის და ორ ქალიშვილის სახელზე. წერილი კატასტროფის შემთხვევაში უნდა გადაეცათ ოჯახისთვის.

ვალენტინა გაგარინამ წაიკითხა ეს წერილი, თუმცა წლების შემდეგ - როდესაც მისი მეუღლე თვითმფრინავის გამოცდის დროს, 1968 წლის 27 მარტს დაიღუპა. მასში იური გაგარინი სთხოვს მეუღლეს, იზრუნოს ქალიშვილებზე, მოაწესრიგოს პირადი ცხოვრება და, თუ ეს შესაძლებელია, არ დაივიწყოს მშობლები. ”იმედი მაქვს, რომ თქვენ ვერასდროს ნახავთ ამ წერილს და შემრცხვება საკუთარი თავის გამო ამ წარმავალი სისუსტისთვის”, - წერდა გაგარინი.

კოსმონავტებმა, გაგარინმა, ტიტოვმა და ნელიუბოვმა რომლებიც ბაიკონურის კოსმოდრომში იმყოფებოდნენ 1961 წლის 12 აპრილს, წინასწარ ჩაწერეს გაფრენის წინ საბჭოთა ხალხისადმი მიმართვა. სპეციალურად ამისათვის, ისინი რადიოს სახლში მივიდნენ სტარტამდე 9 დღით ადრე, მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომელი მათგანი იყო არჩეული მისიისთვის.

ამის გარდა ТАСС-მა წინასწარ მოამზადა სამი განცხადება, იმის მიხედვით, თუ როგორ წარიმართებოდა პირველი მისიის დროს მოვლენები:პირველი ტექსტი კომონავტის გარდაცვალებას იუწყებოდა. მეორე, თუ პროცესში რაიმე გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემები შეიქმნება, ხოლო მესამე ტექსტი წარმატებული მისიის შესახებ იუწყებოდა. შედეგად, სწორედ ეს მესამე გადაიცა მთელს მსოფლიოში გაშვების მომენტიდან 55 წუთის შემდეგ. პირველი კოსმოსური გაფრენა ჩაშლის პირას იყო. იური გაგარინი უკვე ვოსტოკის კაბინაში იწვა, როდესაც აღმოჩნდა, სახურავის ლუქი ბოლომდე არ იხურებოდა- ერთ-ერთი კონტაქტი არ მუშაობდა.

ეს საშიში იყო: კატაპულტის ტაიმერის ამუშავება დედამიწაზე დაბრუნების დროს მასზე იყო დამოკიდებული. სტარტამდე მხოლოდ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი და ფრენის გაუქმება ძალზე არასასურველი იყო. სერგეი კოროლიოვს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამერიკელები ერთ კვირაში აპირებდნენ პირველი ასტრონავტის კოსმოსში გაშვებას. მან გადაწყვიტა ოპერატიულად შეემოწმებინათ კონტაქტი. ინჟინრები მიესვინენ და ძალზე სწრაფად მოუშვეს 30 ჭანჭიკი, ასწიეს სახურავი, შეცვალეს საჭირო კონტაქტი და ხელახლა ჩაკეტეს ლუქი. იური გაგარინმა იცოდა, რომ რაღაც ტექნიკური ხარვეზი იყო. მაგრამ მას კითხვა არ დაუსვამს. მთელი ამ ხნის განმავლობაშის სიმღერის "სამშობლო ისმენს, სამშობლომ იცის"მელოდიას უსტვენდა.

კოსმოსში პირველი გაფრენის წინ ჯერ კიდევ ცნობილი არ იყო, თუ როგორ იმოქმედებდა ადამიანის სხეულზე უკიდურესი გადატვირთები: გაუძლებდა თუ არა ადამიანის ფსიქიკა და შეიძლებოდა თუა არა საღად ეაზროვნა უჰაერო სივრცეში. რისკის შემცირების მიზნით, ინჟინრებმა გადაწყვიტეს ფრენა სრულად ავტომატურ რეჟიმში ყოფილიყო. კოსმონავტს შეეძლო კონტროლის აღება მხოლოდ ავტომატიკის გაუმართაობის შემთხვევაში, მაგრამ ამისთვის მას ციფრული კოდი სჭირდებოდა. ზოგიერთ ექიმს ეშინოდა, რომ ფრენის დროს შესაძლაო გაგარინს დაეკარგა კონტროლი საკუთარ თავზე და უმიზეზოდ გამოერთო ავტოპილოტი. ამიტომ საიდუმლო კოდი დალუქეს სპეციალურ კონვერტში და მიაკრეს ასტრონავტის სავარძლის გვერდით. ფსიქოლოგები თვლიდნენ, რომ მისი გახსნა მხოლოდ საღი გონებით იყო შესაძლებელი. ინსტრუქტორ მარკ გალეის მოგონებების თანახმად, კონვერტში ეწერა ნომერი "125". საბედნიეროდ, გაგარინს მისი გამოყენება არ დასჭირდა.

დედამიწაზე დაშვების დროს გაგარინმა წარმოთქვა ფრაზა, რომელსაც კარგა ხანს მალავდნენ: " ვიწვი, მშვიდობით, ამხანაგებო". სინამდვილეში მის სიცოცხლეს არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა . გაგარინმა, რომელმაც ილუმინატორიდან ცეცხლის მგრგვინავი ალი დაინახა, ჩათვალა, რომ ხომალდი იწვოდა და მალე აფეთქდებოდა. სინამდვილეში კოსმოსური ხომალდის ცეცხლგაუმტარი გარსის ხახუნის ძალა ატმოსფეროში შემოსვლის დროს ბუნებრივი პროცესია, დამახასიათებელია ყველა კოსმოსური თუ არამიწიერი ობიექტისათვის.

იური გაგარინის კოსმოსში პირველი გაფრენა შეიძლება ბათილად ჩაეთვალათ, რადგან კოსმოსური ხომალდის კონსტრუქციის გამო. იგი არ იყო აღჭურვილი რბილი დაშვების სისტემით, რომელიც აუცილებელია მიწაზე უსაფრთხო დაჯდომისთვის. ასეთი ტექნოლოგია ჯერ კიდევ არ არსებობდა სსრკ-ში და მის გარეშე ადამიანის სიცოცხლეს დიდი საფრთხე ექმნებოდა.

ამიტომ, გამოიგონეს შემდეგი სქემა: დაჯდომამდე ათი წუთით ადრე, კოსმონავტმა ფრენა პარაშუტით უნდა დაასრულოს. გაგარინმა სწორედ ასე მოიქცა. საბჭოთა მხარემ დასავლეთი მოარტყუა. საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის წესების თანახმად, ყველა ასტრონავტის დასვება კაფსულაით უნდა დაეშვეს. იმისთვის, რომ პრიველი გაფრენის დისკრედიტაცია არ მომხდარიყო, სსრკ ფრენის დეტალებს კარგა ხანს უმალავდა დასავლელ კოლეგებს. გაგარინი და კაფსულა ცალ-ცალკე დაეშვნენ დედამიწაზე.

წყარო: Intermedia.ge

myquiz