"ამ ფასად ნამდვილ თვითმფრინავსაც იყიდით“- რა ღირს Louis Vuitton-ის ახალი ჩანთა, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა | Allnews.Ge

"ამ ფასად ნამდვილ თვითმფრინავსაც იყიდით“- რა ღირს Louis Vuitton-ის ახალი ჩანთა, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

Louis Vuitton-მა ჩანთების უახლესი კოლექცია წარადგინა. საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებით ერთმა უჩვეულო ჩანთამ მიიქცია, რომელსაც თვითმფრინავის ფორმა აქვს.

ჩანთის უცნაურ ფორმასთან ერთად შთამბეჭდავია მისი ფასიც. მედიის ინფორმაციით, ჩანთა 39 000 აშშ დოლარი ღირს.

ჩანთის ფოტოები სოციალურ ქსელში ძალიან სწრაფად გავრცელდა და არაერთი ხუმრობაც მოჰყვა.

ერთ-ერთი კომენტარის ავტორი ჩანთის შეძენის მსურველებს ურჩევს ამ ფასად ნამდვილი თვითმფრინავი იყიდონ და იმოგზაურონ. კომენტარებში ასევე გავრცელდა ნამდვილის თვითმფრინავის ფოტოებიც გაყიდვების საიტიდან, სადაც თვითმფრინავი ჩანთანსთან შედარებით ბევრად იაფი- 32 000 აშშ დოლარი ღირს.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„სატანის ფეხსაცმელები“- ნახეთ უცნაური ფეხსაცმელები ადამიანის სისხლითა და „ეშმაკის სიმბოლოებით“, რომლებიც ერთ წუთში გაიყიდა'

„პიჟამა-კოსტიუმი“- იდეალური ტანსაცმელი Zoom-ის შეხვედრების დროს

   

myquiz