დელიკატესები, რომლებიც თმას ყალყზე დაგიყენებთ- იხილეთ ყველაზე უცნაური ტრადიციული საკვები | Allnews.Ge

დელიკატესები, რომლებიც თმას ყალყზე დაგიყენებთ- იხილეთ ყველაზე უცნაური ტრადიციული საკვები

თუკი მოგზაურობასთან ერთად გიყვართ ხალხის კულტურის და მათი საკვების გაცნობა ადვილად შეძლებთ ამ დელიკატესების დაგემოვნებას. მოგზაურობის ხიბლიც სწორედ ისაა, რომ ნახოთ ის ცხოვრების წესები და ჩვეულებები, რომლებიც თქვენთვის არსებულ ნორმალურობის ფარგლებს მიღმაა.

ქვემოთ მოცემული დელიკატესებად ჩვენთვის შეიძლება განცვიფრებას იწვევდეს, სხვა კულტურებში კი ყოველდღიური საკვებია.

 შემწვარი მწერები და ტარაკნები ტაილანდში ტაილანდში შემწვარი მწერები მსოფლიოში ყველაზე უცნაური და ეგზოტიკური საკვებია.

გიგანტური ჭიანჭველები ჟოლოთი - ლუანგპრაბანგი ეს არის, გიგანტური ჭიანჭვლების კვერცხი ჟოლოს სორბეტით, რომელსაც ლაოსელი შეფ-მზარეულები ამზადებენ ლუანგ პრაბანგში. და ეს კერძი არც მეტი არც ნაკლები დესერტია.

თხის ტვინი - ინდოეთი თხის ტვინი ერთ–ერთი ყველაზე უცნაური საკვებია, რომელიც ინდოეთის სხვადასხვა ნაწილში შეგიძლიათ მიირთვათ. მისი მომზადება განსხვავდება რეგიონების მიხედვით, თუმცა ძირითადად შემწვარი მშრალი კერძია. ინდოეთის უმეტეს ნაწილში ეს ითვლება დელიკატესად და თხის საუკეთესო ნაწილად.

სან-ნაკჯი ცოცხალი რვაფეხა - სამხრეთ კორეა სან-ნაკჯი "ცოცხალი" რვაფეხა კორეული დელიკატესია. რვაფეხას დაჭრიან და ამზადებენ მსუბუქი სუნელით. ხორცი ერთდროულად ოდნავ საღეჭი და ხრაშუნაა.

ვირთხები - ინდოეთი არუნაჩალ პრადეშში ახლად დაჭერილი ვირთხა  სასურველ საკვებად ითვლება. ვირთხებს წვავენ და საკვებად იყენებენ ძირითადად არუნაჩალ პრადეშის ზოგიერთ ტომში ჩრდილო – აღმოსავლეთ ინდოეთში და ჩრდილო – აღმოსავლეთ ინდოეთის სხვა ნაწილებში. ხორცს ხშირად ადუღებენ მარილიან წყალში, ჩილით და ბოსტნეულთან ერთად. გარნირად ამატებენ კოჭას. ზოგჯერ ახალი ხორცისგან შებოლილ ვირთხარს ამზადებენ.

აბრეშუმის ჭიები - სამხრეთ კორეა მოგზაურობის დროს ერთ–ერთი ყველაზე უცნაური საკვები, რომელიც შეგიძლიათ გასინჯოთ შეიძლება იყოს შემწვარი აბრეშუმის ჭიები სამხრეთ კორეაში. "ბეონდეგი" ცნობილი კერძია სამხრეთ კორეაში და ხშირად ამზადებენ მას როგორც ქუჩის სწრაფ კვებაში ასევე ფესტივალებზე.

ქოქოსის ჭიები - ვიეტნამი ვიეტნამში ქოქოსის ჭიები იმდენად ჩვეულებრივი საკვებია, რომ მას სუპერმარკეტებში შეფუთულსაც კი ნახავთ, ჩვეულებრივი ხორცის გვერდით. ეს მუხლუხოს მსგავსი ჭიები კვერცხებს დებენ ქოქოსის შიგნით, შემდეგ იზრდებიან და ქოქოსს ანადგურებენ, მაგრამ ჭიები დელიკატესია ვიეტნამელებისთვის, რომლებიც მათ მრავალი გზით ჭამენ. ხან მოხარშულს, ხან შემწვარს, ხანაც უბრალოდ უმს. განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ:

ჩინური სამზარეულოს ყველაზე შემზარავი საკვები, რომლის ნახვის შემდეგ შიმშილის გრძნობას დაკარგავთ!

 

10 ყველაზე საშიში საკვები მსოფლიოში, რომელსაც სიკვდილის გამოწვევა შეუძლია

   

myquiz