„მისტერ ყველაფრისმჭამელი“- ვინ იყო კაცი, რომელმაც 9-ტონიანი თვითმფრინავი შეჭამა | Allnews.Ge

„მისტერ ყველაფრისმჭამელი“- ვინ იყო კაცი, რომელმაც 9-ტონიანი თვითმფრინავი შეჭამა

დედამიწაზე უამრავი გამორჩეული და უცნაური ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობებით გვაოცებენ. დღეს ერთ-ერთი მათგანის შესახებ გიამბობთ.

ფრანგმა მიშელ ლოტიტომ გასული საუკუნის ბოლოს მსოფლიოში გაითქვა სახელი, როგორც ადამიანის, რომელსაც ყველაფრის ჭამა შეეძლო. პატარა მეტალის ნივთებით დაწყებული მას შეეძლო მთლიანი ველოსიპედი და ტელევიზორიც კი შეეჭამა. ლოლიტოს ხშირად „მისტერ ყველაფრის მჭამელსაც“ უწოდებდნენ.

უცნაური უნარი

მიშელ ლოტიტო 1950 წელს საფრანგეთის ქალაქ გრენობლში დაიბადა. ის სულ რამდენიმე წლის იყო, როდესაც წყლის დალევის დროს ჭიქა შემთხვევით გაუტყდა და მოულოდნელად გადაეყლაპა. ყველას გასაოცრად დამსხვრეულმა მინამ ბავშვის სხეული არ დააზიანა და ის თავს კარგად გრძნობდა.

მას შემდეგ მიშელმა სხვადასხვა ნივთების გადაყლაპვა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ მინასთან ერთად სხვადასხვა მეტალის გადაყლაპვაც უპრობლემოდ შეეძლო.

თინეიჯერობის დროს ის ახალგაზრდებს ხშირად აოცებდა თავისი უნიკალური უნარით. 16 წლის ასაკში კი ფართო საზოგადოების წინაში პირველად წარსდგა და აუდიტორიის წინაში ველოსიპედი, ურიკა და ტელევიზორი შეჭამა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ ლოტიტო მეტალს ჯერ წვრილ ნაჭრებად ყოფდა, შემდეგ ზეთს უმატებდა. ჭამის დროს კი წყალს აყოლებდა.     ექიმებმა მისი ორგანიზმი არაერთხელ გამოიკვლიეს და დაასკვნეს, რომ მისი კუჭის კედელი ჩვეულებრივთან შედარებით ორჯერ უფრო სქელი იყო, რამაც მას სხვადასხვა ნივთის დაუბრკოლებლად დაგემოვნების შესაძლებლობა მისცა.

მიუხედავად ამისა, ექიმები მას მოუწოდებდნენ თავი დაენებებინა გიჟური ექსპერიმენტებისთვის. თუმცა, მიშელს მათი რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია.  

მიშელ ლოტიტო და Cessna 150 მიშელს ბავშვობიდან სურდა გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრილიყო და გადაწყვიტა ამაში საკუთარი უცნაური უნარი გამოეყენებინა. ის რამდენიმე წლის განმავლობაში ემზადებოდა გრანდიოზული გეგმის განსახორციელებლად.

მრავალწლიანი ვარჯიშის შემდეგ მან გადაწყვიტა 9 ტონიანი სამგზავრო თვითმფრინავის Cessna 150 შეეჭამა. მიშელმა თვითმფრინავის ჭამა 1978 წელს დაიწყო და მის დანაწევრებასა და მთლიანად შეჭმას 2 წელი მოანდომა.

წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც ისტორიის მანძილზე არავის გაუკეთებია მედიაში უსწრაფესად გავრცელდა მისი ფოტოები უამრავი გამოცემის გარეკანზე მოხვდა.  

ბოლო წლები მიშელი უცნაური ნივთების გადაყლაპვის „პენსიაზე“ 55 წლის ასაკში გავიდა. 2 წლის შემდეგ, ის 57 წლის გარდაიცვალა. ექპერტიზის დასკვნის მიხედვით, ის ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა და მეტალების გადაყლაპვას გარდაცვალებასთან კავშირი არ ჰქონია.   ნივთების სია, რომლებიც მიშელ ლოტიტომ გადაყლაპა:  

  • 18 ველოსიპედი;
  • სუპერმარკეტის 15 ურიკა
  • 7 ტელევიზორი;
  • 6 სასანთლე;
  • 2 საწოლი;
  • ორი წყვილი თხილამური;
  • თვითმფრინავი Cessna-150;
  • კომპიუტერი;
  • კუბო;
   ასევე დაგაინტერესებთ:  

ემჯეი ჯონსონი- ადამიანი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე უცნაური წვერი აქვს (ფოტოები)

ვინ იყო გოგონა, ვისი სახელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ავტომობილს უწოდეს

რაჭველი "მიტოს" საოცარი ამბავი, რომლის სახელსაც მსოფლიოს უმსხვილესი ოქროსმომპოვებელი კომპანიის დაარსება უკავშირდება

"მსოფლიოს მერვე საოცრების" ქართველი კონსტრუქტორი, რომელსაც საქართველოში ნაკლებად იცნობენ

 

myquiz