12 ნაკლებად ცნობილი და საინტერესო ფაქტი საბჭოთა კავშირის შესახებ | Allnews.Ge

12 ნაკლებად ცნობილი და საინტერესო ფაქტი საბჭოთა კავშირის შესახებ

სოციალისტური რეჟიმი, რომელმაც 15 სახელმწიფო მოიცვა, თითქმის, 70 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური სახელმწიფო მსოფლიოში. მის ფართობს ხმელეთის მეექვსედი ნაწილი ეჭირა. თუმცა, სსრკ ცნობილი არა მხოლოდ თავისი ზომებით გახდა. ქვეყანა მრავალ საინტერესო ფაქტს მალავდა, რომელთაც ფარდა მხოლოდ დროთა განმავლობაში აეხადა.

1. საბჭოთა კავშირში 1923 წელს დაბადებული ადამიანების 80% მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა

2. საბჭოთა კავშირში არაერთი კატასტროფა მომხდარა და ხშირად, ამის შესახებ თვითონ საბჭოთა მოქალაქეებმაც არ იცოდნენ და ამ ამბავს უცხოეთში მყოფი ნათესავებისაგან იგებდნენ. მაგალითად, ჩერნობილის კატასტროფის დროს, ხელისუფლებამ არ გაავრცელა ინფორმაცია, თუ რა მოხდა რეალურად და ამის გამო, მოსახლეობის დროული ევაკუაცია არ განხორციელდა, რამაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. საბჭოთა კავშირი არ აღიარებდა კატასტროფას, ვიდრე 1000 კილომეტრით დაშორებულ შვედეთში რადიაციის მატება არ დაფიქსირდა

3. ალბათ ყველას გვითამაშია ტეტრისი, თუმცა მისი შექმნის ისტორია უმეტესობამ არ იცის. საკულტო კომპიუტერული თამაში, შექმნა ალექსეი პოჟიტნოვმა და ფართო საზოგადოებას წარუდგინა 1984 წლის 6 ივნისს. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მას საერთოდ არ მიუღია ჰონორარი ამ თამაშის შექმნის გამო, ხოლო თამაშზე საავტორო უფლებას, 1996 წლამდე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი ფლობდა

4. კოლის ზეღრმა ჭაბურღილი (რუს. Кольская сверхглубокая скважина) - დედამიწის ყველაზე ღრმა ხელოვნური ჭაბურღილია. მდებარეობს რუსეთის მურმანსკის ოლქში. გეოლოგიურად მოქცეულია ბალტიის ფარის ფარგლებში. კოლის ზეღრმა ჭაბურღილის სიღრმე 12 262 მ-ია. სხვა ზეღრმა ჭაბურღილებისაგან განსხვავებით, რომლებსაც ნავთობის ძიება ევალებოდათ, კოლის ჭაბურღილის ბურღვა უშუალოდ ლითოსფეროს კვლევით იფარგლებოდა

6. სტალინგრადის ბრძოლის დროს იაკობ პავლოვის მეთაურობით 25 ჯარისკაცი გამაგრებული იყო ერთ სახლში და სტალინგრადის ბრძოლების დროს ისინი არცერთხელ დამარცხებულან. გერმანელებმა ამ სახლს პავლოვის სახლი უწოდეს. ამაზე ხუმრობაც გაჩნდა - გერმანელებმა უფრო მეტი ჯარისკაცი დაკარგეს პავლოვის სახლის აღებისას, ვიდრე პარიზის აღებისას

7. საბჭოთა რუსეთში, პატიმრები ცდილობდნენ სხეულზე ლენინის და სტალინის გამოსახულების ტატუ გაეკეთებინათ, რითაც ისინი თავს იცავდნენ დახვრეტისაგან

8. საბჭოთა კავშირში 1985 წელს გადაიღეს "ჰობიტი". ფილმის სრული სახელია "The Fairytale Journey of Mr. Bilbo Baggins, The Hobbit".

9. "ნკვდ"-ს ჯალათმა ვასილი ბლოხინმა კატინის ტყეში, 28 დღის მანძილზე მოკლა 7000 პოლონელი ოფიცერი. ანუ დღეში დაახლოებით, 250 ადამიანი, საათში - 10 ადამიანი

10. პირველი ცხოველი ორბიტაზე ყველამ ვიცით, რომ იყო ძაღლი - ლაიკა. ის მეცნიერებმა ქუჩიდან აიყვანეს, რადგან თვლიდნენ, რომ მაწანწალა ძაღლი, რომელიც უძლებდა რუსულ ყინვას, უფრო შეეგუებოდა კოსმოსს

11. კუსტარული მუსიკალური ფირფიტების (პლასტინკების) დამზადებისათვის, რომელზედაც იწერებოდა არალეგალური მუსიკა, ფართოდ გამოიყენებოდა რენტგენის სურათები, რომელსაც "ფირფიტას ძვლებზე" ეძახდნენ. ამ მასალას უფასოდ იძლეოდა მედპერსონალი, რომელიც მადლობელიც იყო, რადგან ამით მათი გადატვირთული არქივი თავისუფლდებოდა

12. 1948 წელს არალის ზღვის მიმდებარედ საბჭოთა ხელისუფლებამ შექმნა ახალი ბიოლოგიური იარაღი, რომელსაც შეეძლო გაევრცელებინა ჯილეხი და კიდევ სხვა გამანადგურებელი ჭირი. 1971 წელ ჩაატარეს კვლევა და გამოიყენეს ყვავილის იარაღი, რამაც გამოიწვია ეპიდემია. გარდაიცვალა სამი ადამიანი და ათობით დაავადდა, გარდა ამისა, კარანტინში მოათავსეს უამრავი ადამიანი, რომლებზეც ტარდებოდა ცდები. ამ იარაღის შესახებ 2002 წელს გახდა ცნობილი, თუმცა რუსეთი, საბჭოთა ტრადიციას მიჰყვება და საკუთარ დანაშაულს არ აღიარებს

ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც საბჭოთა კავშირის შესახებ არ ვიცოდით ან მხოლოდ საზოგადოების მცირე ფენას ჰქონდა ინფორმაცია. ფაქტია, რომ ბოროტების იმპერია დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ ქვეყნად.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

myquiz