Lehe Ledu Wildlife Zoo- ნახეთ უნიკალური ზოოპარკი ჩინეთში, სადაც გალიებში ხალხი ზის (+ფოტოები) | Allnews.Ge

Lehe Ledu Wildlife Zoo- ნახეთ უნიკალური ზოოპარკი ჩინეთში, სადაც გალიებში ხალხი ზის (+ფოტოები)

ჩინური ზოოპარკის - Lehe Ledu Wildlife Zoo-ის გალიებში არც მეტი, არც ნაკლები ცხოველების ნაცვლად ხალხი ზის! მეტიც, ასეთი სიამოვნებისთვის მნახველები მზად არიან თანხაც კი გადაიხადონ, რადგან მათ ხომ მტაცებლების ძალიან ახლოდან ნახვის უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.

ზოოპარკში ლომების გარდა, დათვებისა და ბენგალური და თეთრი ვეფხვების ნახვაც არის შესაძლებელი. სტუმრებს სპეციალურ სატვირთო მანქანებში სვამენ, რომლებიც ერთი შეხედვით გალიებს მოგაგონებთ, ასე იწყება ზოოპარკში საოცარი მოგზაურობა...

ცხოველების ყურადღების მისაქცევად, უმი ხორცის უზარმაზარ ნაჭრებსა და ცოცხალ ქათმებს პირდაპირ სატვირთო მანქანებზე ამაგრებენ, რაც დამთავლიერებლებს სახიფათო მტაცებლების ახლოდან ნახვის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. ზოოპარკში ცხოველების დათვალიერება ასევე ავტობუსითაც არის შესაძლებელი.

დაწესებულების თანამშრომლები დამთვალიერებლებს ნამდვილი შიშის განცდის საშუალებას აძლევენ, ისე რომ მათ სიცოცხლეს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. თითების გალიიდან გამოყოფა და ცხოველებთან ნებისმიერი სახის კონტაქტი რა თქმა უნდა, იკრძალება...

ზოოპარკი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, რის გამოც შესასვლელი ბილეთის ყიდვა აქ თითქმის ყოველთვის შეუძლებელია.

იხილეთ უფრო მეტი ფოტო

ასევე დაგაინტერესებთ:

Pairi Daiza- ზოოპარკი და სასტუმრო ერთ სივრცეში, სადაც ღამის გათევა ცხოველებთან ერთად შეგიძლიათ

 

გაიცანით შვეიცარიელი ახალგაზრდა, რომელმაც წარმატებულ კარიერაზე უარი თქვა და ცხოველების გადასარჩენად აფრიკაში გადასახლდა

 

მე-19 საუკუნის ჩინეთის აქამდე უცნობი ფოტოები, რომლებიც კერძო კოლექციაში ინახებოდა

 

myquiz