ქალაქი ესპანეთში, სადაც სუსტი გულის მქონე ადამიანები ჩასვლას ვერ ბედავენ | Allnews.Ge

ქალაქი ესპანეთში, სადაც სუსტი გულის მქონე ადამიანები ჩასვლას ვერ ბედავენ

ადამიანები უხსოვარი დროიდან, დედამიწის სხვადასხვა ადგილებში დიდ სიმაღლეებზე სახლდებოდნენ. სახლებს მთებზე და კლდეებზე აშენებდნენ აუცილებლობიდან გამომდინარე: უსაფრთხოების მიზნით, რელიგიური შეხედულებებით და სხვადასხვა მიზეზებით.

ბარსელონიდან 120 კმ.-ში საოცარი ქალაქი მდებარეობს. კლდის ვიწრო პლატოზე, რომელიც გველეშაპის კუდს მოგვაგონებს და სიგანე ზოგ ადგილას დაახლოებით ოთხი მეტრი აქვს, სახლების მხოლოდ ორი რიგია განლაგებული. ეს ქალაქი კასტელფოლიტ-დე-ლა-როკაა. იგი კლდეზე მრავალი საუკუნის წინ ააშენეს, რომელსაც გაზვიადების გარეშე ესპანეთის მარგალიტი შეიძლება უწოდოთ. 

ბაზალტური კლდე, რომელზეც ქალაქია გაშენებული, კატალონიაში მდებარეობს, პროვინცია ჟირონის ბუნებრივ პარკში. იგი წარმოშობილია ვულკანური ლავის ნაკადების ერთმანეთთან შეჯახების შედეგად.  კლდის სიმაღლე 50 მეტრია, ქალაქში კი სულ  ერთადერთი ქუჩაა გაშენებული, სადაც სახლების 2 რიგია განთავსებული.

საოცარია, მაგრამ ამ პატარა ქალაქში, რომელსაც ზოგიერთ გზამკვლევში სოფელსაც კი უწოდებენ, არაერთი ღირსშესანიშნაობა აქვს. აქ მდებარეობს ეკლესია სან სალვადორი, რომლის ისტორია XIII საუკუნიდან იწყება. ასევე მდებარეობს ბევრი პატარა კაფე, ბარი და რესტორანი (ამათგან ყველაზე ძველი 1870 წელს არის გახსნილი), ძეხვის მუზეუმი, რომელიც 27 წელია არსებობს.

ამ დასახლებულ პუნქტამდე მისვლა ძალიან რთულია, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქ არ არსებობს, საჭიროა საკუთარი ავტომანქანა ან ტაქსი. ადგილობრივ შრომისმოყვარე მოსახლეობას ხილბოსტნეული კლდის ძირას გაშენებულ ბაღებსა და ბოსტნებში მოჰყავთ, სადამდე მიღწევაც არც თუ ისე იოლია.   საინტერესოა, რომ კასტელფოლიტ-დე-ლა-როკაში, რომელიც სულ ათას მოსახლეზე ცოტა მეტს ითვლის, ესპანეთის ქალაქებს შორის ერთ-ერთი პირველია, სადაც სატელეფონო ხაზი გაიყვანეს. განაგრძეთ კითხვა

myquiz