ტეპუი - მისტიური ადგილი ვენესუელაში, სადაც ფეხი არავის დაუდგამს | Allnews.Ge

ტეპუი - მისტიური ადგილი ვენესუელაში, სადაც ფეხი არავის დაუდგამს

ვენესუელას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ადგილი მდებარეობს. სავანებით და ჯუნგლებით გარშემორტყმული, იზოლირებული ტერიტორია უნიკალური ფაუნით და ფლორით საიმედოდ იმალება ადამიანთა თვალთაგან. ეს ტერიტორია ცნობილია "ტეპუის" სახელით, რომელიც მან ინდიელების ამავე სახელწოდების ტომისგან მიიღო.

სიტყვა "ტეპუი" გრან საბანას რეგიონში მობინადრე პემონელი ინდიელების ენაზე "ღმერთების სახლს" ნიშნავს . უცნაური ფორმის მთები უმეტესწილად ერთმანეთისგან იზოლირებულნი დგანან და ჯუნგლებს გადმოჰყურებენ ძნელად მისადგომი კლდეებით, რაც მათ ენდემური მცენარეებისა და ცხოველების უნიკალური ჯიშების მატარებლად აქცევს.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ეს მთები, მყარი ქვიშაქვისგან, ციცაბო, თითქმის ფერდობებით და ბრტყელი მწვერვალებით, ყველაზე ძველია მსოფლიოში. ისინი წარმოიქმნა უზარმაზარი პლატოს განადგურების შედეგად, რომელიც პრეისტორიულ დროში გადაჭიმული იყო ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან მდინარე ორინოკოს, ამაზონისა და რიო ნეგროს აუზების საზღვრებამდე. დაახლოებით 200 მილიონი წლის წინ, როდესაც აფრიკა და სამხრეთ ამერიკა ერთ მთლიანობას წარმოადგენდა, ეს პლატო გიგანტური ტბის ადგილზე გაჩნდა.

წყარი: intermedia.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

უძველესი ნაგებობები, რომლებიც მეცნიერებს დღემდე საგონებელში აგდებენ

ცირკის ქვეშ ბერიას ბუნკერია?! - რას ყვება ქართველი ინჟინერი, რომელიც ბერიას ბრძანებით, უნიკალურ პროექტზე მუშაობდა

   

myquiz