დედოფალ ელისაბედ II-ის უცნაურობები, რომელთა შესახებ თითქმის არავინ იცის | Allnews.Ge

დედოფალ ელისაბედ II-ის უცნაურობები, რომელთა შესახებ თითქმის არავინ იცის

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II დღეს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მონარქია. მისი მმართველობა უკვე 68 წელზე მეტია გრძელდება.

ელისაბედ II საკუთარ თავზე იშვიათად საუბრობს. ბევრი ადამიანი მას მკაცრი სახით და ქუდების უზარმაზარი კოლექციით იცნობს.

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მონარქის შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ, არ გეცოდინებათ.

 

ის სკოლაში არასდროს დადიოდა

ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედოფალი გაუნათლებელია. ელისაბედმა, რომელიც ბავშვობაში ატარებდა სახელს „ლილიბეტი“, განათლება სახლში მიიღო, როგორც მისმა პატარა დამ, პრინცესა მარგარეტმა.

 

ერთხელ, დასთან ერთად ლონდონის ქუჩებში ინკოგნიტოდ დასეირნობდა

დებმა მშობლებისგან ნებართვა აიღეს, რომ 1945 წლის 8 მაისს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების მასობრივ დღესასწაულში მონაწილეობა მიეღოთ. დედოფალი ამ საღამოს, ცხოვრების ყველაზე თბილ დღედ იხსენებს.

„მახსოვს უცნობი ადამიანების რიგი, რომლებიც ხელჩაკიდებულნი უაიტჰოლის ქუჩებში დასეირნობდნენ და ბედნიერებას და შვებას აფრქვევდნენ“ - ჰყვებოდა დედოფალი მოგვიანებით.

 

დედოფალს თავის ქმართან ნათესაობა აკავშირებს

როგორც აღმოჩნდა, ელისაბედი და მისი მეუღლე, ფილიპი, მეოთხე თაობის ნათესავები არიან. ელისაბედი მამის მხრიდან დედოფალი ვიქტორიას ნათესავია, ხოლო ფილიპი – დედის მხრიდან.

ფილიპი საბერძნეთის და დანიის სამეფო ოჯახებში დაიბადა, მაგრამ საკუთარ ტიტულზე უარი თქვა, როცა დედოფალზე დაქორწინდა. ისინი ერთად უკვე 69 წელია არიან.

ქვეყანას უკვე იმდენი ხანია მართავს, რომ მისი ტახტზე ასვლის დროს 5-დან 4 ბრიტანელი ჯერ კიდევ დაბადებული არ იყო

ბევრ ბრიტანელს ელისაბედის გარდა სხვა მონარქი არასდროს ჰყოლია. მისი ტახტზე ასვლის დროს ბრიტანეთის მოსახლეობის 81% ჯერ კიდევ დაბადებული არ იყო. ის ტახტზე, მამის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წელს ავიდა.

 

მას 30-ზე მეტი კორგის ჯიშის ძაღლი ჰყავს

ელისაბედმა სამეფო ოჯახისთვის პირველი კორგი 1933 წელს, 18 წლის იუბილეზე შეიძინა. ელისაბედს საკუთარი კორგი, სახელად სიუზანი აჩუქეს და უმრავლესობა სწორედ მისი შთამომავლობაა.

ელისაბედმა სრულიად ახალი ჯიშის ძაღლიც გამოიყვანა, რომელიც ცნობილია, როგორც დორგი - კორგის და ტაქსას ნაჯვარი.

 

მას დიდი ბრიტანეთის ყველა წყლებში მოცურავე გედი და დელფინი ეკუთვნის

ჯერ კიდევ მე-12 საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთის მონარქმა ქვეყნის ყველა გედზე უფლება გამოაცხადა. ადრე ეს ფრინველი დელიკატესად ითვლებოდა. ამჟამად, დედოფალი მას საკვებად არ იყენებს, მაგრამ ფორმალურად მასზე უფლება აქვს.

ყოველწლიურად გედების აღწერა და მათი ჯანმრთელობის შემოწმება ხდება. გარდა ამისა, დედოფალს პრეტენზია აქვს ყველა „სამეფო თევზის“ უფლებაზე, მათ შორის ზუთხი, დელფინი, ვეშაპი და ზღვის გოჭი, რომლებიც დიდი ბრიტანეთის წლებში დაცურავენ.

 

ის მდიდარია, მაგრამ არც ისე, როგორც გგონიათ

დედოფალი მოსახლეობის გადასახადების მხოლოდ ნაწილს ღებულობს და კიდევ უფრო მეტ თანხას უძრავი ქონების საკუთრებიდან. მისი პირადი ქონება 340 მლნ ფუნტს შეადგენს.

ეს შეიძლება დიდ თანხად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში 300 ყველაზე მდიდარი ბრიტანელის სიაში აღარ შედის.

 

როგორც ამბობენ, ყოველდღე, ძილის წინ დედოფალი შამპანურის ბოთლს სვამს

შესაძლოა, ეს მისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოა.

 

მისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება ან სასამართლოში ჩვენების იძულება არ შეიძლება

თუმცა, ელისაბედი საკუთარ უფლებას ბოროტად არ იყენებს. სამეფო ოჯახის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია:

„მიუხედავად იმისა, რომ მმართველის წინააღმდეგ სამოქალაქო და სისხლის სამართალწარმოება არ შეიძლება, დედოფალი ყურადღება აქცევს იმას, რომ მისი ყველა მოქმედება კანონის შესაბამისი იყოს“.

 

ყოველწლიურად აქვეყნებს საჩუქრების სიას, რომლებსაც მას ხალხი ჩუქნის

ყოველწლიურად, სამეფო ოჯახი საჩუქრების დეტალურ სიას აქვეყნებს, რომლებსაც დედოფალი საზოგადოებისა და მსოფლიოს ლიდერებისგან იღებს.

უჩვეულო საჩუქრებს შორის აღსანიშნავია: ვერცხლის დამჭერი შენიშვნებისთვის, მარილის ტომარა, მინის ნამცხვარი და წყვილი ირემი. სამეფო ოჯახის წევრებს საჩუქრების გამოყენების უფლება აქვთ, მაგრამ ეს პირადად მათ არ ეკუთვნით. ამის ნაცვლად, ისინი სამეფო კოლექციის ნაწილი ხდება.

განაგრძეთ კითხვა

myquiz