იაკუძა- იაპონური მაფია შემზარავი ტრადიციებით, რომლის წევრებსაც მთელი სხეული ჰქონდათ მოხატული | Allnews.Ge

იაკუძა- იაპონური მაფია შემზარავი ტრადიციებით, რომლის წევრებსაც მთელი სხეული ჰქონდათ მოხატული

იაკუძა იაპონური ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, რომელიც მე-17 საუკუნეში დაარსდა და მკაცრი ტრადიციებითაა ცნობილი. იაკუძას წევრებისთვის დამახასიათებელია თითქმის მთელის სხეულის მოხატვა, რაც მათ გარშემომყოფებისგან განასხვავებს.

დანაშაულებრივმა ორგანიზაციამ განსაკუთრებულ სიძლიერეს 1960-იან წლებში მიაღწია, რა დროსაც მის წევრთა რაოდენობა 200 000-ს შეადგენდა. დროთა განმავლობაში კი, მათი გავლენა შესამჩნევად შემცირდა.

დღესდღეობით მათ გააჩნიათ დიდი გავლენა იაპონურ საზოგადოებაში და მისი წევრების რაოდენობა 100 000 კაცზე მეტს ითვლის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იაკუძა მიჩნეულია, როგორც ნახევრად კანონიერი ორგანიზაცია.

კობეს მიწისძვრის დროს მოსახლეობის დასახმარებლად იაკუძამ საკუთარი ძალების მობილიზება მოახდინა. ასევე, 2011 წლის ტოჰუკუს მიწისძვრის დროსაც დაზარალებულებს დახმარება იაკუძამ გაუწია. მსგავსი მოქმედებების გამო იაპონური მთავრობა ხშირად თვალს ხუჭავს იაკუძას უკანონო საქმიანობაზე.

ირეზუმი

ირეზუმი - იაპონური ტრადიციული ტატუირების ერთ-ერთი ფორმა გახლავთ, რომელიც მე-17 საუკუნის დასაწყისში კრიმინალურ გარემოში გაჩნდა. იმ პერიოდში ხელისუფლება კრიმინალებს სწორედ ასეთი ფორმით "ნიშნავდა".

პატიმართა სხეულის მოხატვით სამართალდამცველები მათ ართმევდნენ შესაძლებლობას დაბრუნებოდნენ ნორმალური ცხოვრების რიტმს. ტატუს კულტურამ იაკუძაში ფესვები ღრმად გაიდგა. როგორც წესი, იაპონიის უმსხვილესი დანაშაულებრივი დაჯგუფების თითქმის ყველა წარმომადგენელს ტატუირებული მთელი სხეული ჰქონდა.

  ეს ტრადიცია შენარჩუნებული რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იყო და მხოლოდ ახლა, ამ მაფიოზური კლანის წევრები მთელი სხეულის მოხატვაზე კატეგორიულ უარს მხოლოდ იმიტომ ამბობენ, რომ საზოგადოებისგან გარიყული არ აღმოჩნდნენ.

myquiz