10 ყველაზე საშიში საკვები მსოფლიოში, რომელსაც სიკვდილის გამოწვევა შეუძლია | Allnews.Ge

10 ყველაზე საშიში საკვები მსოფლიოში, რომელსაც სიკვდილის გამოწვევა შეუძლია

როდესაც ყველაზე საშიშ საკვებზე ვფიქრობთ, ძირთადად თვალწინ რომელიმე შორეული ქვეყნის ეგზოტიკური კერძი წარმოგვიდგება. თუმცა, ზოგიერთი მათგანი არც ისე საშიშად გამოიყურება და ადამიანთა უმეტესობა მას უვნებლად მიიჩნევს.

Business Insider წარმოგიდგენთ 10 ყველაზე საშიშ საკვებს მსოფლიოში, რომელიც სიკვდილს იწვევს.

ალუბლის კურკა

მეცნიერების მტკიცებით, ალუბალი ადამიანის ჯანმრთელობას არ ვნებს, თუმცა მისი კურკა მომწამვლელ ნივთიერებას შეიცავს. მათი თქმით, კურკა მაშინ არის საშიში თუ ერთბაშად დიდი რაოდენობის ალუბალს მიირთმევთ და კურკები პირში დიდი ხნის განმავლობაში გექნებათ მოთავსებული.

ფუგა (Fugu)

ფუგას ჯიშის თევზი აშშ-ში აკრძალულია, რადგან ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მომწამვლელ საკვებად ითვლება. თუ ის ზედმიწევნით სწორად არ არის მომზადებული ციანიდზე 1 200-ჯერ უფრო მომწამვლელიც კი შეიძლება იყოს.

ყველი Casu Marzu

Casu Marzu ტრადიციული სარდინიული ყველია, რომელსაც კუნძულზე უკვე საუკუნეა ამზადებენ. იმისათვის, რომ ის საბოლოო პროდუქტად იქცეს, ყველში ცოცხალ მატლებს სვამენ. მეცნიერების მტკიცებით, Casu Marzu-ს ჭამა კატეგორიულად დაუშვებელი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვთ.

რვაფეხა Sannakji

Sannakji რვაფეხას ერთ-ერთი სახეობაა, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები, ნახევრად ცოცხლად ჭამენ! მეცნიერების მტკიცებით, მზარეულის მიერ სპეციალურად მომზადებული რვაფეხა შეიძლება თქვენს მუცელში ამოძრავდეს და ორგანიზმი დააზიანოს. სწორედ ამ მიზეზით წელიწადში საშუალოდ 8 ადამიანი კვდება.

მოლუსკი

უმი და ნახევრად მოხარშული მოლუსკის ჭამა კატეგორიულად დაუშვებელია. ისინი, შესაძლოა, ზღვის ათობით მიკრობისა და ბაქტერიის გადამტანები იყვნენ. ამიტომ თუ მოლუსკის მირთმევას გადაწყვეტთ აუცილებლად კარგად მოხარშეთ ის.

ბლითი

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ერთი შეხედვით უსაფრთხო და გემრიელი ბლითი შეიძლება სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. მეცნიერების მტკიცებით, ბლითის უხეშ ზედაპირს შეუძლია საყლაპავი მილი დააზიანოს და ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს. ამერიკაში, საშუალოდ წელიწადში  2 000-მდე ადამიანი მიმართავს საავადმყოფოს ბლითის ჭამის შედეგად საყლაპავი მილის დაზიანების გამო.

მწვანე კარტოფილი

მეცნიერები აცხადებენ, რომ მწვანე კარტოფილი იმ შემთხვევაშია მომწამვლელი თუ მას დიდი რაოდენობით მივიღებთ. მწვანე კარტოფილის მცირე რაოდენობით მომწამვლელ ნივთიერებას შეიცავს, თუმცა თუ რამდენიმე მათგანს მიირთმევთ საფრთხე ნამდვილად არ გემუქრებათ.

ხილი აკე

აკე იამაიკაში ფართოდ გავრცელებული ხილია. მისი მირთმევა მხოლოდ მაშინაა დასაშვები, როდესაც ხილი დამწიფდება და გაწითლდება. თუ ხილს ყვითელი შეფერილობა აქვს ის ჯერ უმია და დიდი ალბათობით, ღებინებასა და მუცლის ძლიერ ტკივილს იწვევს.

მწვანე ნუში

არასოდეს მიირთვათ მწვანე ნუში! ნუშის ჭამა მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, როდესაც ის დამწიფდება.

უმი ლობიო

ლობიო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკვებია მსოფლიოში თუმცა აუცილებელია მისი კარგად მოხარშვა. უმი ლობიო შეიძლება მომწამვლელი აღმოჩნდეს და ღებინება და თავის ტკივილი გამოიწვიოს. მოხარშვის დროს მასში არსებული მავნე ნივთიერებები კვდება.

myquiz