მონებით ვაჭრობა- როგორი წარმოებდა ყველაზე დიდი ბიზნესი საუკუნეთა განმავლობაში | Allnews.Ge

მონებით ვაჭრობა- როგორი წარმოებდა ყველაზე დიდი ბიზნესი საუკუნეთა განმავლობაში

1672 წლის 27 სექტემბერს, ინგლისის მეფემ ჩარლზ II აფრიკის სამეფო კომპანიას ცოცხალი საქონლით ვაჭრობის მონოპოლიური უფლება მისცა. ამის მიზეზი ის იყო, რომ აღნიშნულმა კომპანიამ თავისი არსებობის 80 წლის მანძილზე, ახალ სამყაროში, მილიონზე მეტი აფრიკელი მონა გადაიყვანა. ეს მონათვაჭრობის "ოქროს ხანა" იყო...

ამ ბიზნესით, რამოდენიმე ასეული წლის მანძილზე, ევროპის ყველა ქვეყანა იყო დაკავებული, რომელსაც გასასვლელი ზღვაზე ჰქონდა. საერთო სტატისტიკას, რა თქმა უნდა, არავინ აწარმოებდა და ამიტომ, მონათვაჭრობის შეფასების შედეგი, მეტად პირობითია. სხვადასხვა მონაცემებით, აფრიკიდან ამერიკის კონტინენტზე, 8-დან – 14 მლნ-ამდე ადამიანი გადაიყვანეს. მათგან, დაახლოებით, 3 მლნ. გზაში დაიღუპა. ხოლო, გადარჩენილებმა დიდი გავლენა მოახდინეს დასავლეთ ნახევარსფეროს ეთნიკური შემადგენლობაზე და კულტურაზე.

გთავაზობთ ილუსტრაციებს, რომლებიც აფრიკელების აფროამერიკელაბად გადაქცევის პროცესებს უკავშირდება:

გემებზე მონების განთავსების ტიპიური სქემა და მათი დატუსაღების საშუალებები.

ინგლისურ გემზე, «ბრუქსიზე» – ცოცხალი ტვირთი განთავსების სქემა. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი პირობების გამო, მონების 10 - 20% გზაში იღუპებოდა.

ფრანგული სავაჭრო გემის სქემა, რომლისთვისაც მონები კომერციული საქონლის ერთ-ერთი სახეობა იყო.

მონების ბუნტი და მისი ჩახშობა ინგლისურ გემზე.

აფრიკიდან ამერიკაში მონების გადაყვანის ძირითადი მარშრუტები XVII-XIX სს-ში.

იმ მონებს კი, რომლებიც მგზავრობას გადაურჩნენ წინ პალნტაციაში საკმაოდ მძიმე პირობებში მუშაობა ელოდათ.

intermedia.ge

myquiz