"აღიარებულია, როგორც ნომერ პირველი სასიკვდილო ნივთიერება" - რა არის ყველაზე საშიში შემადგენელი ჩიფსებსა და კრეკერებში? | Allnews.Ge

"აღიარებულია, როგორც ნომერ პირველი სასიკვდილო ნივთიერება" - რა არის ყველაზე საშიში შემადგენელი ჩიფსებსა და კრეკერებში?

მსოფლიოში გარდაცვლილი ადამინებიდან ყოველი მეექვსე კიბოთი იღუპება. ვარაუდობენ,  რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და 20 წლის შემდეგ თითქმის სამჯერ მეტი იქნება ამ დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა.

ავთვისებიანი სიმსივნე ზოგ შემთხვევაში განკურნებადია, თუმცა ზოგ შემთხვევაში პაციენტები ვერ უმკლავდებიან დაავადებას.  როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ავთვისებიანი სიმსივნის ყოველი მესამე შემთხვევა, ცხოვრების არასწორი წესისა და არასწორი კვების დამსახურებაა.

კიდევ ერთი სახიფათო ნივთიერება, რომელიც კანცეროგენული ეფექტით გამოირჩევა, აკრილამიდია. ყველა ფიქრობს, რომ ჩიფსები განსაკუთრებით საშიში მასში შემავალი დანამატებისა და ემულგატორების  გამოა, თუმცა ყველაზე დიდ საფრთხეს ორგანიზმს, სწორედ აკრელამიდი უქმნის.

აკრილამიდი  120 გრადუსზე მაღალ  ტემპერატურაზე  ნახშირწყლების წვისას  წარმოიქმნება,  გამომდინარე იქიდან, რომ კარტოფილი ნახშირწყლებისგან შედგება და ჩიფსების მომზადებისას  ტემპერატურა 120 გრადუსზე მაღალია,  მასში დიდი რაოდენობით აკრელამიდი წარმოიშვება. ამავე მიზეზით სახიფათო სასუსნავების ჩამონათვალში შედის კრეკერებიც. კვლევების თანახმად, კრეკერებშიც დიდი რაოდენობით აკრელამიდია.

myquiz