10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით | Allnews.Ge

10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით

ჩვენი პლანეტა სიურპრიზებით არის აღსავსე. ხანდახან გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით მის შესახებ, მაგრამ დედამიწაზე ისეთი ადგილებიც არსებობს, რომლებიც გვაფიქრებს, რომ ეს არამიწიერი სილამაზე, სადღაც სხვა პლანეტაზეა... გთავაზობთ დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობას, სადაც ყველაფერი არც თუ ისე ბუნებრივად გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის თვალი არის მიჩვეული. ფოტოების დათვალიერებისას, შთაბეჭდილება შეგექმნებათ, თითქოს ჩვენი კოსმოსური სახლის ზღვარს გაცდით...

მარიტას კუნძულის ფარული პლიჟი, მექსიკა კლდეებს შორის დამალული ზღვის სანაპირო, რომელიც მარიეტას კუნძულებზე სამხედრო გამოცდების შემდეგ დაახლოებით 100 წლის წინ წარმოიშვა. დღესდღეობით, კუნძულს ნაკრძალის სტატუსი აქვს მინიჭებული. აკვატორიის მიდამოებში კი დამსვენებლებს საშუალება ეძლევათ თვალ-ყური ადევნონ დელფინებსა და ვეშაპებს.   რორამას მთა, ბრაზილია-ვენესულა-განა

ერთი შეხედვით, შეიძლება გვეგონოს, რომ შენს თვალწინ მიწის მონაკვეთია, რომელიც ღრუბლებში დაცურავს. სინამდვილეში კი ეს რორაიამას მთაა. ზოგიერთი მას "სამაგიდო მთას" უწოდებს. მის მწვერვალზე ღრუბელი არასოდეს ქრება, ხოლო მცენარეების სახეობების უმეტესობა მხოლოდ ამ მთის მიდამოებში ხარობს.   Zhangye Danxia ეროვნული გეპარკი, ჩინეთი

ე.წ. "ფერადი ფენოვანი ღვეზელივით მთები", ერთმანეთზე ქვიშაქვისა და სხვადასხვა გეოლოგიური ჯიშის შენაერთის შედეგია, რომელიც 24 მილიონი წელი გრძელდებოდა. მილიონობით წლების მანძილზე ქარმა და წვიმამ ამ ადგილს სხვადასხვა ფორმა მიანიჭა.   "სალვადორ დალის უდაბნო", ბოლივია

100 კვ. მეტრის მეტ ფართობზე გაშლილი უსიცოცხლო უდაბნო თითქოს პირდაპირ გენიოსის ტილოდან გადმოვიდა ფოტოსურათზე. გლუვი, თითქოს აკვარელის საღებავით გაფერადებული მთები, უცნაური ლოდები, რომლებიც არსაიდან გაზრდილ ხეებს გვაგონებენ და უსასრულო ქვიშა... თითქოს სწორედ აქ ქმნიდა სალვადორ დალი მის სიურრეალისტურ შედევრებს.   დანაკილის ღრმული, ეთიპია

დანაკილის ღრმული შეიძლება კაცობრიობის აკვნად ჩაითვალოს, ვინაიდან სწორად აქ არის ნაპოვნი ლუსის ნეშტი (მეცნიერებაში პირველი ცნობილი ჰომინიდის). ადგილობრივი გოგირდის ტბების გამო, სადაც უნიკალური მიკროორგანიზმები ბინადრობენ, აქაური ლანდშაფტი იოს - იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრს გვაგონებს.   მთვარის ველი, ატაკამას უდაბნო, ჩილე

მთვარის ველი დედამიწის ერთ-ერთ გვავლიან ადგილას მდებარეობს, კერძოდ ატაკამას უდაბნოში. ადგილობრივი პეიზაჟი ძალიან წააგავის მთვარის პეიზაჟებს, ვინაიდან აქაური ტბებიც განსაკუთრებით მარილიანი ქერქისაგან შედგება, ხოლო ქვის კლდეები კი ორივეგან ზედაპირზე აღიმართება.   მფრინავი გეზერი, ნევადა, აშშ

"ფლაის" გეოთერმული წყარო ადამიანის ჩარევის წყალობით წარმოიქმნა: ჭის აშენებისას შეცდომა იყო დაშვებული, რის შედეგადაც მდუღარე წყალმა გარეთ გამოაღწია. მის შემადგენლობაში არსებულმა მინერალებმა 1.5 მეტრიანი ვულკანი შექმნეს, რომელიც დღემდე ზომაში მატულობს.   "მრუდე ტყე", პომერანია, პოლონეთი

დაახლოებით 400-ზე მეტი ფიჭვი, რომელთა ტანი ჩრდილოეთის მიმართულებით იღუნება, პოლონეთის ერთ-ერთ ტყეში იზრდება. ეს ფენომენი დღემდე ამოუცნობია: ზოგი ამ მოვლენას ბუნებას აბრალებს, ზოგი კი ადამიანს.   სოკოტრას არქიპელაგი, იემენი

სოკოტრას პეიზაჟებს განსაკუთრებულ უცნაურობასა და არაჩვეულებრივობას ადგილობრივი ხეები - 10-მეტრიანი წითელი დრაცენები ანიჭებენ. ხეს თუ ქერქს მოვაჭრით, წვენის გამოყოფას იწყებს, რომელიც სისხლს წააგავს. ასეთი სახეობის ხეები გარდა აღნიშნული ადგილისა, არსად არის, ამიტომაც არქიპელაგი არაამქვეყნიური ადგილის შთაბეჭდილებას ტოვებს.   "პერიტო-მორენოს მყინვარი", პატაგონია, არგენტინა

პერიტო-მორენოს მყინვარის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ დაპრესილი ყინული პალიტრის ყველა ფერს მოიცავს, გარდა ლურჯისა. ამ დიდებული მყინვარის არა მხოლოდ დანახვა, არამედ მოსმენაც კი არის შესაძლებელი. ყინული გაბზარვისას საოცარ და უნიკალურ მელოდიებს წარმოქმნის.  

myquiz