საფრთხე, რაც გემრიელი ორცხობილების, რძიანი ყავის, ნაყინისა და მარგარინის უკან იმალება | Allnews.Ge

საფრთხე, რაც გემრიელი ორცხობილების, რძიანი ყავის, ნაყინისა და მარგარინის უკან იმალება

კანცეროგენები გემრიელი ორცხობილების უკანაც იმალება, ტკბილი ორცხობილების დიდი ნაწილი, რომელიც ქართულ ბაზარზე იყიდება, მცენარეული ცხიმებითაა დამზადებული, მცენარეული ცხიმები კი ხშირ შემთხვევაში ტრანსცხიმებს წარმოადგენს.

ჰიდროგენიზაცია - თხევად არანაჯერ ცხიმოვან მჟავათა გაჯერება, წყალბადის ატომებით და მყარი, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების წარმოქმნა. პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურის, წნევისა და ნიკელის კატალიზატორის ზემოქმედებით, რის შედეგადაც წარმოიქმნება ტრანს-ცხიმები. გარდა კანცეროგენული თვისებებისა, ტრანსცხიმებს სხვა უარყოფითი მხარეებიც გააჩნია.

ტრანსცხიმები არა მარტო ორცხობილებშია, ის შესაძლოა იყოს ნებისმიერ პროდუქტში, რომელსაც შემადგენლობაში მცენარეული ცხიმები აქვს მითითებული, მაგალითად რძიან ყავაში, ნაყინში და რა თქმა უნდა მარგარინში. ამიტომ ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, თუკი მარგარინს მთლიანად ამოიღებთ რაციონიდან, მისგან მომზადებულ ნაწარმს კი გამონაკლის შემთხვევებში მიიღებთ. საუკეთესო გამოსავალია, რომ ორცხობილები კარაქის გამოყენებით, თავად მოამზადოთ სახლში, ან შეიძინოთ ისეთი ორცხობილები, რომლის შემადგენლობაში ჟოლო, ნიგოზი და ჩირია, რადგან ეს პროდუქტები ამცირებენ ტრანსცხიმების კანცეროგენულ მოქმედებებს.

myquiz