დალაგების 10 ჩვევა, რომელიც მავნებელია! ინფორმაცია ყველა დიასახლისისთვის! | Allnews.Ge

დალაგების 10 ჩვევა, რომელიც მავნებელია! ინფორმაცია ყველა დიასახლისისთვის!

შეამოწმეთ, ხომ არ უშვებთ შეცდომებს.

დალაგების დროს ღრუბელს იყენებთ? ღრუბელი კარგად გამოიყენება ჭურჭლის რეცხვის დროს (იმ პირობით, რომ ხშირად ცვლით ან ასტერილებთ), მაგრამ ავეჯის ან სანტექნიკის გაწმენდა ღრუბლით არ ღირს, რადგან ღრუბელში ძალიან მალე გროვდება ბაქტერიები, რომელსაც შემდეგ მთელ სახლში ავრცელებთ. არიზონის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის ზედაპირზე საშიში კონცენტრაციის ბაქტერიები (6 კვ.სმ-ზე 10 000 000!), მათ შორის კუჭ-ნაწლავის ინფექციის გამომწვევი კამპილობაქტერია.

თქვენ რეცხავთ ჭურჭელს ისე, რომ არ აცდით გაციებას ტაფები და ქვაბები ვერ იტანენ ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას. მათი გარეცხვა შეიძლება მხოლოდ გაციების შემდეგ.   ფანჯრებს წმენდთ მზიან ამინდში ეს არ არის სწორი. მზიან ამინდში შუშა სწრაფად შრება და მასზე რჩება შუშის საწმენდი საშუალებისა და წყლის ლაქები. ფანჯრების წმენდა სჯობს გადადოთ უმზეო და უქარო ამინდში.

იყენებთ მტვრის ფუმფულა საწმენდს. მიუხედავად იმისა, რომ თავად პროცესი სასიამოვნოა, დალაგების ამ მეთოდზე უარი უნდა თქვათ - ეს აქსესუარი აშორებს მტვერს კონკრეტულ ავეჯს, მაგრამ სამაგიეროდ, მთელ ოთახში ავრცელებს მტვრის ნაწილაკებს. მტვრების გასაწმენდად გამოდგება მიკროფიბრის ხელსახოცები.

დალაგებას იწყებთ იატაკიდან დაიმახსოვრეთ ოქროს წესი - დასუფთავება უნდა დაიწყოთ ზევიდან ქვევით. ყოველთვის დაიწყეთ ფანჯრებით და ავეჯით. იატაკის მორეცხვა სულ ბოლოს უნდა მოხდეს. საწმენდ საშუალებას მაშინვე ასხავთ ავეჯის ზედაპირზე. ეს არ არის სწორი. ჯერ უნდა გაიწმინდოს მტვრისაგან ზედაპირი და ამის შემდეგ შეგიძლიათ მისი გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში მტვერი და საწმენდი საშუალება ერთმანეთში შეერევა და ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს.

თქვენ გავიწყდებათ დასასუფთავებელი აქსესუარების გარეცხვა ღრუბელი, ნაჭრები, ჯაგრისი... მათ ზედაპირზე უამრავი ბაქტერია გროვდება. მათი უმეტესობა ადამიანისჯანმრთელობისთვის საშიშია, ასევე აქვეითებს იმუნიტეტს. აქსესუარების დეზინფიცირება აუცილებელია დასუფთავებისთანავე. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თვითონ ხდებიან ინფექციის წყარო.   "თვალით ზომავთ" სარეცხი საშუალების რაოდენობას სარეცხი საშუალებების მწარმოებლები სთხოვენ მომხმარებლებს გამოიყენონ საზომი ჭიქები. დოზის გადამეტების შემთხვევაში, ნივთიერების ნაწილაკები ბოჭკოებში რჩება და ქსოვილი იწოვს მტვერსა და ჭუჭყს. ასეთი ქსოვილი მალე ჭუჭყიანდება და ხშირად მოგიწევთ მისი გარეცხვა.

უჟანგავ მეტალს ხეხავთ წრიული მოძრაობებით უჟანგავი მეტალის არასწორად გახეხვის შემდეგ წარმოიქმნება ნაკაწრები. ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ არ გახეხოთ წრიული მოძრაობებით.

ნატურალურ ქვას წმენდთ ძმრით ძმარი - პრაქტიკულად უნივერსალური საშუალებაა, რის მეშვეობითაც ნატურალური ქვის გარდა სახლში შესაძლებელია სხვადასხვა ზედაპირის დეზინფექცია... ეს მასალა ვერ იტანს მჟავებთან კონტაქტს, რომელიც შლის დამცავ ფენას, აშორებს ბზინვარებას. ნატურალური ქვის მოსავლელად საჭიროა მხოლოდ სპეციალური საშუალებების გამოყენება, რის რეკომენდაციასაც იძლევა მწარმოებელი.

myquiz