66 დღე მზის გარეშე და გახშირებული თვითმკვლელობები- როგორია ალასკის ქალაქ უტქიაგვიკის ცხოვრება ზამთრის სუსხიან დღეებში? | Allnews.Ge

66 დღე მზის გარეშე და გახშირებული თვითმკვლელობები- როგორია ალასკის ქალაქ უტქიაგვიკის ცხოვრება ზამთრის სუსხიან დღეებში?

უტქიაგვიკვი, წარსულში ცნობილი, როგორც ბარროუ – პატარა ქალაქია ჩრდილოეთ ალასკაზე, რომლის მოსახლეობაც 2005 წლის მონაცემებით სულ რაღაც 4 600 ადამიანს შეადგენს.

თითქოს არაფრთ გამორჩეულ ქალაქში, ბოლოს 18 ნოემბერს დაღამდა და 2021 წლის 23 იანვრამდე აღარ გათენდება. პოლარული ღამე ბაროუში 66 დღეს გასტანს.  სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ ორი თვის მანძილზე ქალაქი თვითმკვლელობების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

თუ სიბნელის მოყვარული არ ხართ და ღამე გაშინებთ, მაშინ ეს ქალაქი თქვენთვის ნამდვილად არ არის.

ალბათ ყველამ კარგად იცის ის ფაქტი, რომ "ზამთარში დღეები მოკლეა", ბარროუს კი განსაკუთრებული რამ ერგო, ქალაქში დღე საერთოდ არ არის დიდი ხნის მანძილზე. ნომებრის პირველი რიცხვიდან ქალაქში მხოლოდ 5 საათიანი დღეები დგება, 18 ნოემბერს კი მზე მხოლოდ 34 წუთით ამოდის.

ასე გამოიყურება უტქიაგვიკვი ზაფხულში

myquiz