როგორ გადააქცია ძველი იახტა ულამაზეს მდიდრულ სახლად დანიელმა არქიტექტორმა? | Allnews.Ge

როგორ გადააქცია ძველი იახტა ულამაზეს მდიდრულ სახლად დანიელმა არქიტექტორმა?

ბიარკე ინგელსი 46 წლის დანიელი არქიტექტორია, რომელმაც კომპანია Architectural Digest დააარსა. რამდენიმე წლის წინ მან უჩვეულო და შეუძლებელი მისია დაისახა მიზნად- ბიარკემ გადაწყვიტა 450 ტონიანი იახტა შეესყიდა და მდიდრულ საცხოვრებლად გადაეკეთებინა, სადაც ყველაფერი ნამდვილი სახლის მსგავსი იქნებოდა და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ცხოვრება შესაძლებელი იქნებოდა.

„ხალხი მეუბნებოდა, რომ ასეთ სახლში ცხოვრება შესანიშნავია და ამავდროულად, ყველაზე სულელური აზრი იყო. ბევრი ჩემს იდეას სკეპტიკურად უყურებდა“-აცხადებს ის.

ბიარკემ იახტა 2016 წელს იყიდა. ის იხსენებს, რომ საზღვაო ხომალდი საკმაოდ დაზიანებული იყო და ნაწილობრივ მწყობრიდან იყო გამოსული. მან იახტის მოწყობა მეუღლესთან ერთად დაიწყო და რამდენიმე წლის განმავლობაში უზარმაზარი შრომა გასწია.

ბიარკე მეუღლესთან ერთად

შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და წყვილმა იახტაზე ულამაზესი და საკმაოდ კომფორტული სახლის მოწყობა შეძლო. საცხოვრებლის ზედა სართულზე წყვილმა სასტუმრო ოთახი მოაწყო, საიდანაც გამჭვირვალე კედლების მეშვეობით ულამაზესი ხედები იშლება. ოთახში ასევე მოწყობილია ბუხარი.

იახტის ქვედა სართულზე კი საძინებელი ოთახები, სამზარეულო და აბაზანაა მოწყობილი. ასევე წყვილმა ერთ-ერთ ოთახში გასართობი ზონა მოაწყო, სადაც მათი შვილს თამაში შეუძლია.

myquiz