11 საოცარი და დაუჯერებელი ფაქტი არჩევნების შესახებ | Allnews.Ge

11 საოცარი და დაუჯერებელი ფაქტი არჩევნების შესახებ

გთავაზობთ 11 საოცარ და დაუჯერებელ ფაქტს არჩევნების შესახებ

  • დღესდღეობით მსოფლიოს 22 ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც, ამომრჩეველი არჩევნებზე არ მისვლის შემთხვევაში ჯარიმდება. ასეთი ქვეყნებია ბრაზილია, ავსტრალია, ურუგვაი და ეგვიპტე.
  • 1997 წელს აშშ-ში მიიღეს კანონი, რომელიც კოსმოსური მისიით მყოფ ასტრონავტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს.

  • ყველაზე კორუმპირებული არჩევნები ისტორიაში ლიბერიაში გაიამრთა. ლიბერიის მეფე ჩარლზმა 234 000 ხმა მიიღო, მაშინ, როდესაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება სულ 150 000 ადამიანს ჰქონდა.
  • 1955 წელს ვიეტნამის პრემიერ-მინისტრმა ნგო დინჰ დიემმა საარჩევნო ფურცელზე საკუთარი კანდიდატურის გრაფა წითლად დააბეჭდვინა, ოპონენტის კი მწვანედ. ვიეტნამში წითელი იღბლის სიმბოლოა, მწვანე კი უბედურების. შესაბამისად ათასობით ადამიანმა ის მხოლოდ წითელი ფერის გამო აირჩია.
  • იმის გამო, რომ ინდოეთში არჩევნებში მონაწილეობას 800 მილიონზე მეტი ადამიანი იღებს, ხშირად არჩევნები რამდენიმე კვირა გრძელდება.

  • ბრაზილიაში ხმისმიცემის უფლება ახალგაზრდებს 16 წლიდან აქვთ.
  • ესტონეთის მოქალაქეებს ონლაინ ხმისმიცემის უფლება 2005 წლიდან შეუძლიათ.
  • 1872 წელს აშშ-ში არჩევნებში მონაწილეობა გარდაცვლილმა ადამიანმა მიიღო. საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ჰორას გრილი ხმისმიცემის დღეს გარდაიცვალა.

  • 1967 წელს ეკვადორის ერთ-ერთ ქალაქში მერის არჩევნებში ფეხის ჰიგიენური ფხვნილის მწარმოებელმა გაიმარჯვა, რომელიც ქალაქის 4 000-იან მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ფხვნილს უფასოდ მიიღებდნენ.
  • ყველაზე სისხლიანი არჩევნები 1991 წელს ალჟირში ჩატარდა. შედეგების გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო, რასაც 150 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
  • საუდის არაბეთში ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება 2015 წელს მიიღეს

myquiz