ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ძიძებზე უარი თქვეს და ბავშვებს თავად ზრდიან | Allnews.Ge

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ძიძებზე უარი თქვეს და ბავშვებს თავად ზრდიან

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვთ და უამრავი ფულიც აქვთ იმისთვის, რომ ძიძების დახმარებით ისარგებლონ, რამდენიმე ვარსკვლავი დედა პრინციპულად ამბობს უარს ძიძებზე და ცდილობს, მარტომ გაზარდოს შვილები. ზოგიერთი ამას ეჭვიანობით ხსნის, ზოგი - უნდობლობით, ზოგი კი უბრალოდ ასე მიიჩნევს სწორად.

წარმოგიდგენთ ასეთ დედებს:   ბლეიკ ლაივლი ბლეიკ ლაივლიც სამი შვილის დედაა. ქმართან - რაიან რეინოლდსთან ერთად ზრდის 5 წლის ჯეიმსს, 3 წლის ინესსა და ერთი წლის ნაბოლარას. ისიც ძიძების გარეშე ართმევს თავს საქმეს. როდესაც ცოლ-ქმარს პირველი შვილი გაუჩნდა, გადაწყვიტეს, დახმარებაზე უარი ეთქვათ და ამბობენ, რომ არასდროს უნანიათ ეს გადაწყვეტილება.

"დედობა რაღაც გასაოცარ ძალებს მანიჭებს. რომ მგონია, ძალები აღარ მაქვს და მარტო ის მინდა, საწოლამდე მივაღწიო და დავიძინო, საკმარისია, ჩემი შვილები დავინახო, ისევ ენერგიით ვივსები და მზად ვარ, მთელი ღამე მათთან თამაშში გავატარო", - ამბობს ბლეიკი და იმასაც დასძენს, რომ თუ ძალიან გაუჭირდათ და ვერავინ იტოვებს ბავშვებს, ბებია-ბაბუებს უხმობენ დასახმარებლად.     ჯენიფერ ლოპესი ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მიუხედავად ასეთი დატვირთული გრაფიკისა, გასტროლებისა და ა.შ., ჯეი ლოს ორი შვილი ჰყავს, რომლებსაც ძიძების გარეშე ზრდის. ტყუპი ემა და მაქსი ახლა 12 წლისანი არიან. რომ დაიბადნენ, მომღერალმა გუვერნანტი აიყვანა, მაგრამ მერე გააცნობიერა, რომ ვერ ენდობოდა უცხოს. ამიტომ ოჯახის წევრებს სთხოვა დახმარება - როცა მას არ სცალია, დასახმარებლად მოდიან ჯეი ლოს დედა, მისი ბიძაშვილი და ახლო მეგობარი არლინი. ამჟამად კი თავის საქმროსთან - ალექს როდრიგესთან ერთად ზრდის ბავშვებს.

"მაქსი და ემა საკეისრო კვეთით გაჩნდნენ. საშინელი ტკივილები მქონდა, ადგილიდან ვერ ვიძროდი და ამიტომ ავიყვანე დამხმარე. სულ ექვსი კვირა მყავდა. საშინელი ეჭვიანობა დამეწყო - ის რომ შეუყვარდეთ და მე არა? ბოდვაა, მაგრამ ასე ვფიქრობდი", - ამბობს ჯეი ლო, რომელიც მთელ თავისუფალ დროს ბავშვებს უთმობს და ხშირად ტურებშიც დაჰყავს.

კამერონ დიასი კამერონი 2020 წელს, საკმაოდ გვიან ასაკში - 48 წლისა გახდა დედა. თავად ამის შესახებ არ გაუკეთებია განცხადება, მაგრამ მისი მეგობრები ამბობენ, რომ უარი თქვა ძიძებზე და აპირებს, ყველა წუთი და წამი თავის შვილთან გაატაროს.

ირინა შეიკი

ირინა შეიკმაც ბავშვის დაბადების წუთიდან გადაწყვიტა, რომ ძიძას არ აიყვანდა. პირველ პერიოდში, სანამ განქორწინდებოდა ბრედლი კუპერს, მასთან ერთად უვლიდა ბავშვს, მერე კი თავისი დედა გადაიყვანა დროებით საცხოვრებლად თავისთან და მისი დახმარებით ზრდის პატარას.

მილა კუნისი გარდა იმისა, რომ მილა კუნისი მსახიობი, მოდელი და მეღვინეა, ამავდროულად ახალგაზრდა დედაა. მილა და ეშტონ კატჩერი ორ შვილს ზრდიან - 6 წლის უაიეტსა და 4 წლის დიმიტრის. ბავშვებს მარტო უვლიან და ამბობენ, რომ მშობლობით ტკბებიან. "გვინდა, ვიცნობდეთ ჩვენს შვილებს. გვინდა ვიცოდეთ, როგორ მოვქცეთ, როცა ბავშვი ტირის, იჭმუხნება. მე ვფიქრობ, ერთადერთი გზა, ამის მისაღწევად, მათთან ერთად ყოფნაა", - აღნიშნა ეშტონმა ერთხელ ინტერვიუში.

სელინ დიონი სელინ დიონი დიდხანს ვერ ისრულებდა ოცნებას - გამხდარიყო დედა. 2001 წელს პირველად გახდა დედა - რენე-შარლის და ამის შემდეგ კარიერა მეორე ადგილზე დააყენა, დედობას მიუძღვნა თავი. 2010 წელს ხელოვნური განაყოფიერების დახმარებით ტყუპი გაჩნდა - ედი და ნელსონი. მალევე ქმარი გარდაეცვალა, თუმცა სელინმა გადაყვიტა, მაინც მარტო გამკლავებოდა ყველაფერს. "მე მთლიანად მივუძღვენი თავი ბავშვებს. ვოცნებობდი დედობაზე, ვოცნებობდი მათზე ზრუნვაზე", - ამბობს სელინი.

myquiz