ფიქრობთ, რომ ყველაზე ცუდი სამუშაო თქვენ გაქვთ?- წარმოგიდგენთ პლანეტის ყველაზე ცუდ და რთულ სამსახურებს | Allnews.Ge

ფიქრობთ, რომ ყველაზე ცუდი სამუშაო თქვენ გაქვთ?- წარმოგიდგენთ პლანეტის ყველაზე ცუდ და რთულ სამსახურებს

სამეგობროში აუცილებლად გეყოლებათ ისეთი ადამიანი რომელიც მთელ სამყაროზეა გაბოროტებული, არც საკუთარი სამუშაო აკმაყოფილებს და ამასთან დაკავშირებით გამუდმებით წუწუნებს. ჰოდა, მორიგ ჯერზე როდესაც ის კვლავ ეცდება ნეგატივით თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის გუნება - განწყობის გაფუჭებას ეს სტატია აჩვენეთ. მაშ ასე, ამჯერად, თქვენს ყურადღებას მსოფლიოში ყველაზე ცუდი სამუშაოების ჩამონათვალზე შევაჩერებთ.

ეს კაცი კოლექტორად მუშაობს, რომელსაც სამუშაოდ სპეციალური დამცავი ფორმაც კი არ აქვს

ეს ქალბატონები დეოდორანტის ეფექტურობას მოხალისეებზე ტესტავენ

საიმონ ელისონის სამუშაო - ძაღლებისა და კატების საკვების დეგუსტაციაა, სწორედ საიმონის შეფასებაზეა დამოკიდებული, მოხვდება თუ არა თქვენი საყვარელი ოთხფეხა მეგობრის საკვები ბაზარზე

აი, ამ მამაკაცს კი ნამდვილად არ გაუმართლა, ის სპილოებს განაყოფიერებაში ეხმარება

ეს ქალბატონები ღია სივრცეში ტუალეტის საწმენდი საშუალებების რეკლამირებას ეწევიან

ამგვარი პრაქტიკა არც მეტი, არც ნაკლები სოფლის მეურნეობაშია გავრცელებული

ელექტრიკოსი თავისი ჩახლართული კაბელებით

იცით რაში მდგომარეობს ამ ბიჭის სამუშაო? როდესაც მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ატრაქციონ - "ამერიკულ მთებზე" ტექნიკური პრობლემა ხდება, ხარვეზის გამოვლენა სწორედ ამ პიროვნებაზეა დამოკიდებული

და თქვენი ოფისით კვლავ უკმაყოფილო ხართ?

myquiz