სტრიპტიზიორი, მესაფლავე, მზვერავი: ნახეთ, რას საქმიანობდნენ ვარსკვლავები სანამ ცნობილები გახდებოდნენ | Allnews.Ge

სტრიპტიზიორი, მესაფლავე, მზვერავი: ნახეთ, რას საქმიანობდნენ ვარსკვლავები სანამ ცნობილები გახდებოდნენ

მსოფლიო შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების უმრავლესობა ვარსკვლავებად არ დაბადებულან. ახალგაზრდობაში ისინიც, ისევე როგორც სხვა დანარჩენი რიგითი ადამიანები ფულს ისე გამოიმუშავებდნენ როგორც შეეძლოთ, და აქ გასაკვირი არც არაფერია, რომ არა ერთი ნიუანსი, თქვენ წარმოიდგინეთ და ზოგიერთი მათგანი მესაფლავედ მუშაობდა, ზოგიც ტუალეტებს რეცხავდა, აი, ზოგს კი თავი თვიდან თვემდე მორგში მუშაობით გაჰქონდა. გაინტერესებთ რას საქმიანობდნენ თქვენი საყვარელი მსახიობები სანამ პოპულარულები გახდებოდნენ? მაშ ასე, წარმოგიდგენთ ცნობილ სახეებს, ვისთვისაც ჩვეულებრივი პროფესიები უცხო არ არის.

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი სტივ ბუშემი - მეხანძრე გახლდათ

კრისტოფერ უოკენი გაგიკვირდებათ და, ერთი პერიოდი ლომების მომთვინიერებლადაც კი მუშაობდა, 16 წლის ასაკიდან კი უკვე ცირკშიც გამოდიოდა

რა შეეხება დენი დევიტოს, ის არც მეტი, არც ნაკლები მორგში მუშაობდა სადაც მიცვალებულთა თმის ვარცხნილობაზე ზრუნავდა

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჰარისონ ფორდი კი დურგალი იყო

ამერიკელი მსახიობი ჯონი დეპი ტელემარკეტოლოგად მუშაობდა, თუმცა სერიოზული ვერც ვერაფერი გაყიდა

ქარიზმატული ირლანდიელი მსახიობი და ჯეიმს ბონდის უბადლო შემსრულებელი პირს ბროსნანი პროფესიონალი მეხანძრე გახლდათ

აი, რაც შეეხება ამერიკელ მსახიობსა და ქალების გულთმპყრობელს ბრედ პიტს, ის მექსიკურ რესტორანში მუშაობდა, სადაც შემოსულ სტუმრებს მამლის კოსტიუმში გამოწყობილი ეგებებოდა

ამერიკის ერთ - ერთმა მაღალანაზღაურებადმა კომიკოსმა მსახიობმა ჯიმ ქერიმ ოჯახის დასახმარებლად სკოლა მიატოვა და მუშაობა მასწავლებლად დაიწყო

ბარსბადოსელი ლამაზმანი რიანა მოზარდობის ასაკში იუნკერთა კორპუსში სწავლობდა, რის გამოც მსოფლიოს ერთ - ერთ ყველაზე წარმატებულ მომღერლად აღიარებული ვარსკვლავი სამხედრო ფორმას დღემდე საუკეთესო სამოსად მიიჩნევს

ჰიუ ჯეკმანი კი სპორტულ დარბაზში, მწვრთნელად მუშაობდა

ჯორჯ კლუნი გარდა იმისა რომ ქალის ფეხსაცმელებს ჰყიდდა, ასევე მზღვეველად და მშენებლადაც კი მუშაობდა

ებრაელი მოდელი და მსახიობი გალ გადოტი ისრაელის არმიაში მსახურობდა

ამერიკელი მსახიობი კრის პრატი დროს უქმად არ კარგავდა და ჰავაიზე თავს სტრიპტიზიორობით ირჩენდა

"სუპერ მაიკი"-ს ვარსკვლავი ჩენინგ ტატუმი კი თავს სტრიპტიზიორობით ირჩენდა

br />

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი როდ სტიუარტი თქვენ წარმოიდგინეთ და, ახალგაზრდობაში სასაფლაოზე, მესაფლავედ მუშაობდა

myquiz