მეცნიერებმა კოსმოსში საცხოვრებლად დედამიწაზე უკეთესი პირობების პლანეტები აღმოაჩინეს | Allnews.Ge

მეცნიერებმა კოსმოსში საცხოვრებლად დედამიწაზე უკეთესი პირობების პლანეტები აღმოაჩინეს

ამერიკელი და გერმანელი მეცნიერების განცხადებით, კოსმოსში არსებობს რამდენიმე პლანეტა, სადაც საცხოვრებლად დედამიწაზე გაცილებით უკეთესი პირობები არსებობს.

მათ მზის სისტემის გარეთ არსებული 4 500 პლანეტის მონაცემები შეაგროვეს და მათ შორის 24 გამოყვეს. მეცნიერების ვარაუდით, აღნიშნულ პლანეტებზე წყლის არსებობის დიდი შანსია.

მათი თქმით, ეს პლანეტები შესაძლოა, ცოტათი უფრო დიდი, ტენიანი და თბილია, ვიდრე დედამიწა. ისინი ნელა ცვალებადი ვარსკვლავების გარშემო ბრუნავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ სიცოცხლე შეიძლება გაცილებით ხანგრძლივი იყოს.  ასეთ პლანეტებზე კი სიცოცხლის მაღალი ფორმების მიღწევის გაცილებით მეტი შანსებია, ვიდრე დედამიწაზე.

აღნიშნული 24 პლანეტა დედამიწიდან 100 სინათლის წლითაა დაშორებული. მომავალში მათი შესწავლა NASA-ს და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპებით იქნება შესაძლებელი.

myquiz