«სიკვდილის ინდუსტრია» — რატომ ყიდულობდნენ მუმიებს ევროპელები შუა საუკუნეებში | Allnews.Ge

«სიკვდილის ინდუსტრია» — რატომ ყიდულობდნენ მუმიებს ევროპელები შუა საუკუნეებში

შეიძლება ეს დაუჯერებელიც იყოს, მაგრამ ფაქტებს ვერსად გავექცევით — შუა საუკუნეებში, ექიმების და აფთიაქარების რეკომენდაციით, ევროპელი ვაჭრები და დიდგვაროვნები დაფქული მუმის ფხვნილს მიირთმევდნენ...   ჯადოსნური ნივთიერება უძველეს დროში, არაბი და სპარსი ექიმები, ბუნებრივ ბეტუმს (ასფალტი, რუხი ფერის ფისისებური მასა) სასწაულმოქმედ ნივთიერებად მიიჩნევდნე და მისი საშუალებით მოტეხილობას, წყლულებს და აბსცესს მკურნალობდნენ. ამ ნივთიერებას ისინი "მუმ"-ს (არაბულად "ცვილი") ეძახდნენ. VII საუკუნეში ექიმი იბნ ბეტარი წერდა, რომ "ნივთიერება მუმი" დიდი რაოდენობით ეგვიპტეშია... და რომ იქ, ის მანათობელი ნაკადულების სახით, მთის მწვერვალებიდან ეშვება და მდინარის ნაპირებთან მყარდება. უფრო მოგვიანებით, ძველი ექიმები აღნიშნავდნენ, რომ ამ ნივთიერების მოპოვება, ათასი წლის წინ დამარხული, ეგვიპტელი მიცვალებულის თავის ქალაში და კუჭში შეიძლებოდა. ხოლო, შუა საუკუნეებში, არაბების სამედიცინო ტრაქტატებ ევროპულ უნივერსიტეტებში თარგმნეს... და ასე გავრცელდა მუმეს შესახებ ინფორმაცია, ქრისტიანულ სამყაროში. თუმცა, წამლად, ბუნებრივი ბეტუმი კი არა — უშუალოდ, მუმია მიიჩნიეს.

XIII ს. ევროპაში უკვე ყველამ იცოდა, რომ მუმია — "სამკურნალო ნივთიერება" იყო და მისი მეშვეობით ნებისმიერი დაავადების განკურნება შეიძლებოდა. ცნობილი მათემატიკოსი, ექიმი და ასტროლოგი გერარდ კრემონელი (1114 – 1187) მუმიის შესახებ წერდა: "ეს არის სუბსტანცია, რომლის მოპოვება იმ მიწაში შეიძლება, სადაც ალოეთი ბალზამირებული მიცვალებული იყო დაკრძალული. ალოეს სხეულის სითხე ერევა და მუმიად გარდაიქმნება". მუმიებს ევროპაში, როგორც ნაწილებად, ისე ფხვნილის სახით ყიდიდნენ, რომელსაც ექიმების რეკომენდაციით, კერძებს ამატებდნენ — ეს, იმ დროს, ერთგვარი საკვების დანამატი იყი.

ХVI საუკუნეში მუმიის სრულფასოვანი ბაზარი შეიქმნა, სადაც მიცვალებულების გადამუშავებული და გამომშრალი სხეულის ნაწილები იყიდებოდა. დიდგვაროვნები და ვაჭრები არაბულ მუმიებს იძენდნენ, ხოლო მდიდარი ფეოდალები — ძველეგვიპტური სამარხებიდან ამოღებულ მიცვალებულებს, რომელსაც მუმია სეპულცჰორუმ ეძახდნენ. ითვლებოდა, რომ სასწაულმოქმედი მაცოცხლებელი ძალა სწორედ ასეთ ნეშთს ჰქონდა.

სიკვდილის ინდუსტრია ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში ტონობით მუმუა იგზავნებოდა. არაბ და ებრაელ ვაჭრებს არ ესმოდათ, თუ როგორ შეიძლებოდა ამ საზიზღრობის ჭამა? მაგრამ, ფულის შოვნაზე უარს არ ამბობდნენ... ევროპელი მოგზაურები წერდნენ, რომ ეგვიპტელები მუმიების მოძიება-შეგროვებაში, დღეს და ღამეს აწორებდნენ. ხოლო შემდეგ, "ნადავლი" კაიროში მიჰქონდათ, სადაც მოვაჭრეებს აბარებდნენ.   იტალიელი, ფრანგი და გერმანელი აფთიაქარები ასეთ მუმიებს ფქვავდნენ და იმდენად ძვირად ყიდიდნენ, რომ ამ ე. წ. წამლის შეძენა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ. რადგან მოთხოვნა არსებობდა, არაბებმა მუმიების მასობრივად გაყალბება დაიწყეს: ისინი სიკვდილით დასჯილი დამნაშავეების, გარდაცვლილი მონების და მაწანწალების გვამებს ბეტუმით ფარავდნენ, მზეზე აშრობდნენ და ძველ მუმიებად ასაღებდნენ.

ქუჩის მუმიებით მოვაჭრე ნაპოლეონის ეგვიპტეში ლაშქრობის შემფეგ, მკვეთრად გაიზარდა ინტერესი ფარაონების ქვეყნის უძველესი ისტორიისადმი. ფრანგებმა და ინგლისელებმა მასობრივად დაიწყეს ძველი პაპირუსების, არტიფაქტების და რა თქმა უნდა, მუმიების შესყიდვა. ხოლო, არაბებმა ისევ გამოიტანეს ბაზარზე დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანების გვამები, რომელთა შორის, ფარაონების მუმიებიც იყო.

ევროპაში მუმიას აღარ ჭამდნენ, მაგრამ მას, მეჯლისებზე და დიდგვაროვნების შეკრებებზე, გასართობად იყენებდნენ. მაგ., ფრანგები სპეციალურად იკრიბებოდნენ, რომ მუმიიდან სახვევების მოხსნის პროცესს დასწრებოდნენ და ასეთ ღონისძიებაზე მოსახვედრად, ბილეთებიც კი იყიდებოდა...

myquiz