ფოტოებში ასახული ომის შემზარავი სისასტიკე - კადრები მთიანი ყარაბაღიდან, რომელიც ისტორიას დარჩება | Allnews.Ge

ფოტოებში ასახული ომის შემზარავი სისასტიკე - კადრები მთიანი ყარაბაღიდან, რომელიც ისტორიას დარჩება

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. დაპირისპირებული მხარეები კი ბრძოლებისა და მსხვერპლის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის არმია ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად ინტენსიურ ბრძოლას განაგრძობს. სამინისტროში აცხადებენ, რომ 27 სექტემბრიდან დაჭრილი და დაღუპულია 2 300-მდე სომეხი ჯარისკაცი, გარდა ამისა, განადგურებულია 130 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 25-მდე საჰაერო თავდაცვითი სისტემა, იარაღის 5 საწყობი, 50-მდე ტანკსაწინააღმდეგო სისტემა.

სომხეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენლის, არცრუნ ჰოვანისიანის განცხადებით, აზერბაიჯანის მიერ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან ამ დრომდე სომხურმა მხარემ მოწინააღმდეგის 790 ჯარისკაცი გაანადგურა.

"განადგურებულია 790 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, მათგან 180 - ქალბაჯარის რაიონში. აზერბაიჯანულ მხარეს 1900 დაშავებული ჰყავს, განადგურებულია მათი 137 ტანკი და ჯავშანტექნიკა, 72 უპილოტო საფრენი აპარატი, 7 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი,"- განაცხადა ჰოვანისიანმა.

სომეხ და აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს შორის შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ მიმდინარეობს. დაპირისპირების შედეგად დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დაათვალიერეთ ფოტოები, რომლებიც კონფლიქტის ზონაში არსებულ რეალობას ასახავს. ფოტოებს სააგენტო "როიტერსი" აქვეყნებს:

ეს ფოტო სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. უწყების ცნობით მასზე დაჭრილი სამოქალაქო პირია აღბეჭდილი

მთიან ყარაბაღში თავშესაფარში გადაყვანილი ადამიანები ახალ ამბებს ეცნობიან

სომეხი ჯარისკაცი ომის დროს - 29 სექტემბერი, მთიანი ყარაბაღი

ტყვიებისგან დაზიანებული შესასვლელი

სომეხი ჯარისკაცები - "როიტერსის" ფოტო

სახლი ყარაბაღში, რომელიც ადგილობრივების თქმით, აზრბაიჯანელმა სამხედროებმა გაანადგურეს

ფოტო სომხეთის საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა და მასზე დაჭრილი მცირეწლოვანია აღბეჭდილი

ფოტო თავშესაფრიდან

myquiz