როგორი იქნება პირველი მცურავი სახელმწიფო, რომლის მშენებლობაც 2022 წელს დასრულდება | Allnews.Ge

როგორი იქნება პირველი მცურავი სახელმწიფო, რომლის მშენებლობაც 2022 წელს დასრულდება

გლობალური დათბობა საფრთხეს უქმნის ჩვენს პლანეტას არანაკლებ გლობალური პრობლემებით.მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ბოლო 30 წლის განმავლობაში დედამიწაზე ტემპერატურა ნახევარი გრადუსით გაიზარდა, ხოლო მსოფლიო ოკეანის დონემ მე -20 საუკუნის განმავლობაში 15 სანტიმეტრით მოიმატა. მსოფლიოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დატბორვის საფრთხის ქვეშ მყოფ ადგილებში ცხოვრობს. მიუხედავად ამისა არსებობენ სკეპტიკოსები, რომლებიც აცხადებენ, რომ გლობალური დათბობა საერთოდ მითია და დედამიწას არაფერი ემუქრება. ... მაგრამ, მეცნიერთა 90% დარწმუნებულია, რომ საშიშროება არა მხოლოდ დიდი, არამედ გარდაუალია. თუ ასეა, მაშინ სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები ხალხის გადასარჩენად.

გამოსავალი ამ სიტუაციიდან შემოგვთავაზა PayPal-ის დამფუძნებელმა პიტერ ტიელმა. მისი აზრით საჭიროა მცურავი სახელმწიფოების მშენებლობის დაწყება, ე.წ. "კლიმატის ლტოლვილებისთვის" - სანაპირო ზონების მაცხოვრებლები, რომელთა სახლები დატბორილი იქნება კლიმატის ცვლილების გამო. პიტერ ტიელი მზად არის გამოყოს 50 მილიონი დოლარი, პირველი ასეთი კუნძულური სახელმწიფოს პროექტისთვის.

პირველი მცურავი სახელმწიფო წყნარ ოკეანეში უნდა გაჩნდეს, ძალიან მალე - 2022 წელს. ხელოვნურ კუნძულზე დაგეგმილია 300-მდე ობიექტის მშენებლობა, უფრო მეტიც, ისინი აღჭურვილი იქნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურით - რესტორნები, მაღაზიები, ოფისები, საავადმყოფოები, სკოლები. ერთი სიტყვით, მცურავი კუნძულის მოსახლეობის ცხოვრება არ იქნება დიდად განსხვავებული ჩვეულებრივი ცხოვრებისგან. უფრო მეტიც, მათ ექნებათ შესაძლებლობა სოფლის მეურნეობაშიც კი ჩაერთონ.

კუნძული აშენდება ტაიტის მახლობლად, საიდანაც ის ნეიტრალური წყლებისკენ გაემართება. ... მცურავი სახელმწიფოს მოსახლეობა დამოუკიდებელი იქნება ნებისმიერი ქვეყნის მთავრობისაგან და შექმნის საკუთარ კანონმდებლობას. ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა კანონების კოდექსზე. მალე კონსტიტუციის პროექტიც მზად იქნება.

საფრანგეთის პოლინეზია დიდი ინტერესს გამოხატავს ამ ამბიციური პროექტისადმი. ეს ლოგიკურიცაა, თუ მსოფლიო ოკეანეში დონის აწევა გაგრძელდება, მაშინ საფრანგეთის პოლინეზიის კუნძულების უმეტესობა წყალქვეშ აღმოჩნდება.

რთული სათქმელია, როგორი იქნება მცურავი სახელმწიფოს პირველი მოქალაქეების ცხოვრება, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი მათთვის სასიხარულოდ და იმედის მომცემად ვითარდება: დიდი შესაძლებლობა, თავი დააღწიოთ თანამედროვე ცივილიზაციის ბევრ პრობლემას. კუნძულ-სახელმწიფოს მოსახლეობა ისარგებლებს საკუთარი კრიპტოვალუტით, ისე რომ არ იქნება დამოკიდებული გლობალურ ფინანსურ სისტემაზე.

კუნძული 11 პლატფორმისგან იქნება შედგენილი. სურვილის შემთხვევაში თითიეულ მათგანს ექნება შესაძლებლობა მოსწყდეს კუნძულს და დამოუკიდებლად იმოგზაუროს. შენობების ნაწილი თავისუფალი დარჩება, ეს შექმის შესაძლებლობას შესთავაზონ ისინი სხვადასხვა კომპანიებს არენდით, ოფისის სახით.

ამჟამად ბევრი ინვესტორი მზად არის პროექტში ჩაერთოს: როგორც სოლიდური კომპანიები, ასევე ფიზიკური პირები. .. თუ პირველი კუნძულ-სახელმწიფოს ბედი ბედნიერი აღმოჩნდება, მაშინ იგი არ იქნება ერთადერთი; ასეთი კუნძულ-სახელმწიფოების მშენებლობა გაგრძელდება.

myquiz