როგორ გამოიყურებოდა ქალი, რომელიც 7 500 წლის წინ ცხოვრობდა | Allnews.Ge

როგორ გამოიყურებოდა ქალი, რომელიც 7 500 წლის წინ ცხოვრობდა

1996 წელს ნეოლითური პერიოდის ნაშთები აღმოაჩინეს ევროპის კონცხთან გიბრალტარის ნახევარკუნძულის სამხრეთ უკიდურეს ნაწილში. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არა მხოლოდ დეტალურად შეისწავლეს აღმოჩენები, არამედ ახლახან შეძლეს პიროვნების სახის რეკონსტრუქცია.

ადგილი, სადაც თავის ქალა აღმოაჩინეს

თავის ქალა იყო დეფორმირებული, მაგრამ მეცნიერებმა შეძლეს მისი თავდაპირველი ფორმის აღდგენა. დნმ-ის ანალიზზე დაყრდნობით დადგინდა, ქალს ჰქონდა მუქი ფერის თმა, მუქი თვალები, იგი 30-40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის გარეგნობას ხელახლა აღდგენას ექვსი თვე დასჭირდა.

ქალს დაარქვეს სახელი კალპეია (Caleia) ანუ იმ კლდის სახელწოდება, რის მახლობლადაც აღმოაჩინეს სამარხი . ის დაახლოებით 7, 5 ათასი წლის წინ ცხოვრობდა, მაგრამ ნეანდერტალელი არ არის. მისი გენების 10% შედგება მონადირე-შემგროვებლებისგან მეზოლითის ხანიდან და ხოლო 90% ემთხვევა ანატოლიის მკვიდრ მოსახლეობას.

myquiz