გრენლანდიაში ყინული რეკორდულად სწრაფად დნება და გიგანტური აისბერგი ნაწილებად იშლება | Allnews.Ge

გრენლანდიაში ყინული რეკორდულად სწრაფად დნება და გიგანტური აისბერგი ნაწილებად იშლება

თანამედროვე მსოფლიო არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილებაა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.

როგორც BBC წერს, გრენლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ყველაზე დიდი და მასიური ყინულის ფენაა დარჩენილი, ყინული რეკორდული სისწრაფით დნება

გამოცემის ცნობით, საუბარია აისბერგზე, სახელად 79N-ზე, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 110 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები კი აჩვენებს, რომ ის პატარ-პატარა ყინულებად იშლება.

მეცნიერთა თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია კლიმატის სწრაფი წცვლილების. პროფესორი ჯენი ტარტონი ამბობს, რომ 1980 წლიდან ამ დრომდე ატმოსფერო აღნიშნულ რეგიონში დაახლოებით 3C-ით უფრო თბილია. მისივე განმარტებით, 2019 და 2020 წლებში ზაფხულში რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა.

პროფესორ ენდი შეფერდის თქმით, თუ ყინულის დნობის პროცესი ასეთი სისწრაფით გაგრძელდება, საუკუნის მიწურულისთვის მხოლოდ გრენლანდიის დნობის გავლენით, ზღვის დონე დაახლოებით, 7 სმ-ით აიწევს, რაც საფრთხეს შეუქმნის დაბლობში მცხოვრებ ადამიანებს. მკვლევართა პროგნოზით, ყოველივე არაერთი დასახლებული ადგილის დატბორვისა და ჩაძირვის მიზეზი გახდება.

აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების გავლენით ყინული დნება ანტარქტიდაზეც. 2020 წლის თებერვალში ანტარქტიდას გიგანტური აისბერგი მოსწყდა.

აისბერგის, სახელად B49-ის ფართობი, საერთო ჯამში, 200 კვადრატული კილომეტრი იყო, თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, ის ნაწილებად დაიშალა და შედეგად შედარებით მცირე ზომის აისბერგები წარმოიქმნა, ხოლო დარჩენილი, ყველაზე დიდი აისბერგის ფართობი ამ ეტაპზე 100 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

myquiz