შეთქმულების თეორიები, რომლებიც შესაძლოა სიმართლე იყოს | Allnews.Ge

შეთქმულების თეორიები, რომლებიც შესაძლოა სიმართლე იყოს

შეთქმულების თეორიების არსებობა მრავალი წლის მანძილზე არ გვაძლევს საშუალებას მშვიდად ვიყოთ და გვჯეროდეს მათი ის ვერსიები, რომლებიც ჩვენამდე წყაროების სახით მოვიდა.

ამიტომ, დაინტერესებული ადამიანები წლიდან წლამდე ცდილობენ შეისწავლონ ცნობილი პიროვნებების ისტორიებები და ბიოგრაფია. შესაძლოა თავდაპირველმა დასკვნებმა ბევრი სიცილი და გაოცება გამოიწვიოს, თუმცა ზოგერითი მათგანი არ არის გამორიცხული, რომ სიმართლესთან ახლოს იყოს.

წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ შეთქმულების თეორიებს, რომლებიც შესაძლოა სიმართლე იყოს

1. ჰიტლერი მოხუცებულობაში, 1984 წელს გარდაიცვალა?

conspiracy-1-1647686586-1670422476.jpg

დღემდე ცნობილია, რომ ისტორიის ერთ-ერთი სასტიკი დიქტატორი 1945 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა და მისი სხეულის იდენტიფიკაციაც მოხერხდა, თუმცა ეს ტყუილია. FBI-მ გამოაქვეყნა დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ ჰიტლერი სავარაუდოდ გაიქცა (გააპარეს) და თავდაპირველად იმალებოდა არგენტინაში, თუმცა ბოლოს ბრაზილიაში გადავიდა და შეიცვალა გვარი- ადოლფ ლეიპზიგი.

იქ კი შავკანიან ქალთან კუტინგასთან ერთად ცხოვრობდა და ადგილობრივები მას "ძველ გერმანელს" უწოდებდნენ.

2. კიანუ რივზი- უკვდავია?

ეს მოსაზრება მსახიობის თაყვანისმცემლებმა წამოაყენეს მას შემდეგ, რაც დააკვირდნენ, რომ ის არ ბერდება და დაიწყეს მტკიცებულებების შეგროვება, რომლებსაც ერთ სპეციალურ საიტზე დებდნენ. მათი მტკიცებით კიანუ რივზის სული უკვდავია, მანამდე კი ის ცხოვრობდა ჩარლზ დიდისა და ფრანგი მსახიობი პოლ მუნეს სხეულში.

მართალია უცნობია თუ სად ბინადრობდა მსახიობის სული ამ სამი პიროვნების სხეულების წინ, თუმცა ფილოსოფიური დამოკიდებულების გარდა ამ საკითხთან, ფაქტს ადასტურებს მრავალი წლის მანძილზე მიღებული ისტორიული ფაქტები.

3. ავრილ ლავინის მაგივრად სცენაზე მისი ბრაზილიელი ორეული მელისა გამოდის?

დიახ, დიახ! ფანების თქმით, კანადელი მომღერალი ავრილ ლავინი 2003 წელს მოკვდა და მთელი ამ წლების განმავლობაში, მის ნაცვლად სიმღერას და სცენაზე დგომას განაგრძობს მისი ბრაზილიელი ორეული მელისა ვანდელა.

სწორედ მელისამ დაწერა საჯაროდ ის განცხადება, რომ ავრილმა თავი მოიკლა 2003 წელს. თეორიის მრავალი მიმდევარი და მაძიებელი შეიკრიბა Twitter -ზე და მას შემდეგ, დღემდე განიხილება ეს საკითხი. ისინი ავრილის ძველ და ახალ ფოტოებსა და ვიდეოებს ერთმანეთს ადარებენ.

4. არსებობდა თუ არა უილიამ შექსპირის პიროვნება?

მთელი მსოფლიო დღემდე სკეპტიკურად უყურებს უილიამ შექსპირის პიროვნებას. საერთოდ არსებობდა კი ის და ყოველგვარი განათლების გარეშე შეეძლო თუ არა დაეწერა ყველა მისი ნამუშევარი?

ფილმ "ანონიმურში", 2011 წელს, შექსპირს განასახიერებდა საკმაოდ უცნაური ადამიანი, რომელმაც ასევე მიითვისა გრაფი ედვარდ დე ვერას ნამუშევრები. რა თქმა უნდა, შექსპირელები მოვლენების ინტერპრეტაციას კატეგორიულად არ ეთანხმებიან, მიუხედავად იმისა, რომ ოქსფორდის ვერსია თითქმის 100 წელია არსებობს და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულად.

5. პუშკინი და დიუმა ერთი და იგივე პიროვნება იყო?

არანაკლებ საინტერესოა თეორია, რომლის თანახმად პუშკინი დანტესთან დუელში არ მოკვდა, სიკვდილი ინსცენირებული იყო, ის ჩუმად გადასახლდა საფრანგეთში და იქ განაგრძო მწერლობის კარიერა ალექსანდრე დიუმას სახელით.

ორივე მწერლის წარმომავლობა და გარკვეული გარეგნული ნიშნები იძლევა ეჭვს, რომ ეს ერთი და იგივე პიროვნებაა. გარდა ამისა, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ორივეს ჰქონდა სიყვარული რუსეთისა და საფრანგეთის მიმართ, რასაც მათ ნაწარმოებებშიც შეხვდებით. შეიმჩნევა მათი გაერთიანებული აზრები ლიტერატურულ სფეროში და კიდევ უფრო საეჭვოა ფაქტი, რომ დიუმას ვარსკვლავი, როგორც მწერალი, პუშკინის დუელში გარდაცვალების შემდეგ აენთო, რამაც სხვა მკვლევარებიც დააეჭვა.

P.S. და თქვენ თუ იცით შეთქმულების სხვა თეორიები?

myquiz