„როცა ხახვს ვჭრი, ხახვი ტირის და თუ არ შეწყვეტ, შენთან მოვალ და აგატირებ“-ჩაკ ნორისის მიმართვა ლუკაშენკოს | Allnews.Ge

„როცა ხახვს ვჭრი, ხახვი ტირის და თუ არ შეწყვეტ, შენთან მოვალ და აგატირებ“-ჩაკ ნორისის მიმართვა ლუკაშენკოს

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ჩაკ ნორისმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართვა. ვიდეო სერვის Cameo-ზეა ჩაწერილი, რომელზეც ცნობილი ადამიანები პერსონალიზირებულ მიმართვებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ წერენ.

„სალამი. მე ჩაკ ნორისი ვარ. მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა საშაზე, მეტსახელად „საშა 0%“ და „მისტერ ტარაკანი“. იცი, როცა ხახვს ვჭრი მე კი არა ხახვი ტირის. ამიტომ თუ არ შეწყვეტ იმის კეთებას, რასაც ახლა აკეთებ,  შენს ერთ-ერთ რეზიდენციაში მოვალ და გატირებ“, - ამბობს მსახიობი.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

იხილეთ ვიდეო:

https://www.youtube.com/watch?time_continue=5&v=HgiWHrjRg7I&feature=emb_logo

myquiz