გაიცანით შვეიცარიელი ახალგაზრდა, რომელმაც წარმატებულ კარიერაზე უარი თქვა და ცხოველების გადასარჩენად აფრიკაში გადასახლდა | Allnews.Ge

გაიცანით შვეიცარიელი ახალგაზრდა, რომელმაც წარმატებულ კარიერაზე უარი თქვა და ცხოველების გადასარჩენად აფრიკაში გადასახლდა

დენ შნაიდერი შვეიცარილი ახალგაზრდაა, რომელსაც საკმაოდ უჩვეულო და საინტერესო ცხოვრება აქვს- ის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ლომებთან ერთად ცხოვრობს. დენი დღის უმეტეს ნაწილს დაცულ ტერიტორიაზე მათ გარემოცვაში ატარებს, კვებავს, უვლის და ეთამაშება ველურ ცხოველებს.

დენ შნაიდერი იხსენებთ, რომ ციურიხში 1994 წელს დაიბადა. მისი მშობლები საკმაოდ მზრუნველები არიან და მას ყველანაირი პირობა შეუქმნეს. განათლების მიღების შემდეგ დენი ფინანსური მრჩეველი გახდა და დროის ხანმოკლე პერიოდში საკმაოდ წარმატებულიც გახდა. 22 წლის ასაკში მას უკვე საკუთარი კომპანია ჰქონდა.

თუმცა, დენი ხვდებოდა, რომ ეს ის ცხოვრება არ იყო, რომელიც მას უნდოდა. მას ყოველთვის ადარდებდა ცხოველების ბედი და გადაწყვიტა მათ გადასარჩენად ყველაფერი გაეკეთებინა.

დენმა გაყიდა ყველაფერი რაც ებადა და მოგროვებული ფულით სამხრეთ აფრიკაში ცხოველთა თავშესაფარი გახსნა. მან პროექტი „ჰაკუნა მიპაკა“ წამოიწყო, რაც ადგილობრივი სვაჰილის ენაზე „ლიმიტის გარეშეს“ ნიშნავს.

დენი და მისი თანამოაზრეები იმ ცხოველებს უვლიან, რომლებიც ბრაკონიერებს გამოექცნენ და პატრონობა სჭირდებოდათ. დაცული ტერიტორია 400 ჰექტარზეა გადაჭიმული და მასში ლომები, მაიმუნები, აფთრები, გველები და ლეოპარდები ბინადრობენ.

დღის უმეტეს ნაწილს დენი ცხოველების გარემოცვაში ატარებს. ამასთან მას საკმად აქტიური Instagram გვერდი აქვს, სადაც მიმდევრებს ცხოველების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას უზიარებს.

„ჩემი მიზანია რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივაღწიო და მათ ველური ბუნების სილამაზე ვაჩვენო. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას შევძლებთ“-აცხადებს ის.

myquiz