ჯიუტი ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სახლების დათმობის სანაცვლოდ მილიონებზე თქვეს უარი | Allnews.Ge

ჯიუტი ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სახლების დათმობის სანაცვლოდ მილიონებზე თქვეს უარი

ხშირ შემთხვევაში, ყველა ჩვენგანი აღფრთოვანებით უყურებს ადამიანს, რომელსაც ყველა პირობებისა და გარემოებების მიუხედავად, საკუთარი პრინციპებისა და ინტერესების დაცვა შეუძლია, აქვს უნარი იბრძოლოს საკუთარი უფლებების დასაცავად და ამ გზაზე მსხვილ კორპორაციებსა და ხელისუფლებასაც კი დაუპირისპირდეს.

ზოგიერთ ქვეყანაში, მსგავს ადამიანებს მედიის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვთ. საინტერესოა, როგორ აისახება აღნიშნული ადამიანების მტკიცე ხასიათი მათ საცხოვრებელ სახლებზე. იხილეთ ყველაზე ჯიუტი მოქალაქეების საცხოვებელი სახლები.

დიტ მაკფილდმა საკუტარი სახლის გაყიდვაზე მას შემდეგაც კი უარი თქვა, რაც მას ერთი მილიონი დოლარი შესთავაზეს. მოგვიანებით მისი სახლი ანიმაციური ფილმის "მაღლა" შთაგონების წყარო გახდა.

ვერა ქუქინგმა თავისი სახლის გაყიდვაზე უარი პირველად ბობ გუჩიონეს უთხრა, რომელსაც იმ ადგილას კაზინოს აშენება სურდა, თუმცა როგორც ცნობილია სახლის მეპატრონემ თავის პრინციპებს არც დონალდ ტრამპის შეთავაზების დროს უღალატა და ისიც უარით გაისტუმრა.

ეს სახლი ავსტრალიაში კონკრეტულად მელბურნში დგას.

ტორონტოში ერთმა მოქალაქემ სახლის გაყიდვაზე უარი თქვა ამიტომ მისი შუაზე გაჭრა გახდა საჭირო.

ჩინეთის ხელისუფლებამ გზატკეცილი ამ ჯიუტი მოსახლის საცხოვრებლის ირგვლივ გააკეთა. რა თქმა უნდა, ამ სახლში უკვე აღარავინ ცხოვრობს, თუმცა ის დარჩა როგორც მოქალაქეების დეველოპერებთან დაპირისპირების სიმბოლო.

myquiz