მეცნიერებმა ტბაში მამონტის იშვიათი სამარხი იპოვეს- ნახეთ ფოტოები აღმოჩენის ადგილიდან | Allnews.Ge

მეცნიერებმა ტბაში მამონტის იშვიათი სამარხი იპოვეს- ნახეთ ფოტოები აღმოჩენის ადგილიდან

რუსმა მეცნიერებმა ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში, ტბაში მამონტის სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც 10 000 წლით თარიღდება. მათ პეჩენელავას ტბასთან 5 დღე გაატარეს, რა დროსაც მამონტის ძვლები შესასწავლად სანაპიროზე ამოიტანეს.

ექსპედიციის შედეგად ნაპოვნის მამონტის ძვლების 90% და კანის ფრაგმენტები, რაც ძალიან იშვიათ და განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სიკვდილის მომენტში მამონტი 15-დან 20 წლამდე იყო და მისი სიმაღლე 3 მეტრს აღემატებოდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის შედეგად ციმბირში ყინულის საფარის ქვეშ უკვე ათობით მამონტის ძვლებს მიაკვლიეს.

myquiz