გაიცანით მილიონერი ბავშვები, რომლებმაც პირველი მილიონი საკუთარი შრომით გამოიმუშავეს | Allnews.Ge

გაიცანით მილიონერი ბავშვები, რომლებმაც პირველი მილიონი საკუთარი შრომით გამოიმუშავეს

როცა მდიდარი მშობლები გყავს, მაშინ ძალიან იოლია თუნდაც სულ პატარა ასაკში გახდე მილიონერი, მაგრამ თუ ბავშვი საშუალო შეძლების ოჯახიდანაა, მაშინ ის განსაკუთრებული ნიჭით და უნარით უნდა იყოს დაჯილდოებული, რომ ესოდენ დიდი თანხა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს გამოიმუშავოს. რა თქმა უნდა, ჩვენ სიაში შეყვანილ ახალგაზრდებს მშობლებიც ეხმარებოდნენ - სხვა თუ არაფერი, ბიზნესის საკუთარ სახელზე გაფორმება არასრულწლოვანს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ შეუძლია, მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ ბიზნესის იდეა სწორედ ამ ბავშვებს მოუვიდათ აზრად. ამასთანავე აღსანიშნავია ის, რომ არცერთი მათგანი არაა ვუნდერკინდი და არ გამოირჩევა განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობებით. მათ უბრალოდ ჰქონდათ ოცნება და საბედნიეროდ, შეძლეს მისი განხორციელება. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ცნობილმა მილიარდერმა უორენ ბაფეტმა პირველი კაპიტალი სწორედ ბავშვობაში დააგროვა.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა ბავშვები, რომლებმაც ჯერ კიდევ მოსწავლეობის დროს იშოვეს პირველი მილიონები.

1. ევანი - Evantube

2015 წელს, როცა ევანი სულ რაღაც 4 წლის იყო, როცა Toutube-ზე შექმნა საკუთარი არხი Evantube. ამჟამად არხს თავისი მეპატრონისათვის წელიწადში 1, 3 მილიონი დოლარი მოაქვს. არხი მიმოიხილავს სათამაშოებს, ბავშვებს ეხმარება თანატოლებთან ურთიერთობაში, აძლევს მათ სასარგებლო რჩევებს და სულაც არ ეშინია აუდიტორიის ლოიალურობის, რომელიც არხთან ერთად იზრდება.

თუ თქვენ ქარიზმატული ხართ და არც იდეების უქონლობას უჩივით, სცადეთ თქვენი თავი Youtube-ზე - დღესდღეობით აქ საკმაოდ ბევრი ადამიანი გამოიმუშავებს სოლიდურ თანხას. იქნებ გაგიმართლოთ და თქვენც გახდეთ მილიონერი, ისევე როგორც ევანი თავის დროზე.

2. ქრისტიან ოუენსი, Bundle Box

ოუენსის კუმირი სტივ ჯობსი გახლდათ - სწორედ ეს დაეხმარა 16 წლის ყმაწვილს გამოემუშავებინა თავისი პირველი მილიონი. პირველი კომპიუტერი ბიჭუნას 8 წლის ასაკში აჩუქეს, აქედანვე დაიწყო მისი დაინტერესება პროგრამირებით. ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლის დროს გახდა ოუენსი პროფესიონალი ვებ-პროგრამისტი, 14 წლის ასაკში მან საკუთარი ვებ-დიზაინის კომპანია ჩამოაყალიბა, ხოლო ორი წლის შემდეგ სტარტაპი Mac Bundle Box  შექმნა. სწორედ მან მოუტანა 16 წლის ყმაწვილს მილიონები. ასე რომ, თუ რაიმეს ძალიან მოინდომებთ, შედეგს აუცილებლად მიაღწევთ.

3. ადამ ჰილდრეტი, Dubit

14 წლის ჰილდრეტმა რამოდენიმე თანაკლასელთან ერთად შექმნა სოციალური ქსელი Dubit. დიდ ბრიტანეთში ეს საიტი უმოკლეს ხანში გახდა პოპულარული და 16 წლის ასაკში ჰილდრეტს უკვე 3, 7 მილიონი მოუტანა. შემდეგ გამჭრიახმა ახალგაზრდამ შეიმუშავა Crisp Thinking - ინტერნეტში ბავშვების "მტაცებლებისაგან" დაცვის პროგრამული უზრუნველყოფა. არაფერია ცუდი იმაში, რომ უზარმაზარ ტალღას თავზე მოექცეთ, მაგრამ თუ გსურთ ცხოვრებაში მიზანს მიაღწიოთ, უმჯობესია ნაპირიდან შორს ცურვა ისწავლოთ.

4. კემერონ ჯონსონი, Cheers and Tears

როცა კემერონი 11 წლის იყო, მშობლებმა მას სთხოვეს წვეულებაზე მეზობლების მოსაპატიჟებელი ბარათი გაეკეთებინა. ეს მოსაწვევები ყველას ისე მოეწონა, რომ ჯონსონს შესთავაზეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ნაირგვარი ბარათების დამზადება.

14 წლის კემერონმა დააარსა კომპანია Cheers and Tears და დაიწყო ინტერნეტში რეკლამების განთავსება და მათ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობა. მეთერთმეტეკლასელი კემერონი თვეში საშუალოდ 400 ათას დოლარს გამოიმუშავებდა და სულ მალე მისი კომპანიის შემოსავალმა მილიონ დოლარს გადააჭარბა.

5. ჯეფ, დეივ და კეტრინ კუკები, MyYearBook

MyYearBook- სოციალური ქსელი მოსწავლეებისათვის დღემდე პოპულარულია დასავლეთში, თუმცა მას ახლა უკვე სხვა სახელი - MeetMe ჰქვია. ქსელი შექმნეს და-ძმა ჯეფ, დეივ და კეტრინ კუკებმა, როცა ისინი სხვა ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად და სურდათ რაც შეიძლება სწრაფად დაახლოებოდნენ ახალ თანაკლასელებსა და ამხანაგებს. ეს მოხდა ჯერ კიდევ მანამ, სანამ სიტყვა Facebook საზოგადო სახელი გახდებოდა. მოგვიანებით და-ძმამ თავიანთი საიტი 100 მილიონ დოლარად გაყიდა.

6. ფარხედ ასიდუოლა, Rockstah Media

სკოლისაგან თავისუფალ დროს მუმბაელი 16 წლის მოზარდი ფარხედ ასიდუოლა საკუთარი კომპანიის Rockstah Media-ის შექმნითა და განვითარებითაა დაკავებული. ეს არის სარეკლამო კომპანია, რომელშიც 20 ადამიანია დასაქმებული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

"-ჩემი გუნდი - ჩემი ბიზნესის ხერხემალია'', - ამბობს ფარხედი. ასე რომ, არ ღირს დროის სიმცირეზე წუწუნი. თუ სურვილი გაქვთ, ყველაფერს მოასწრებთ-სწავლას, წიგნის კითხვას, ვარჯიშსა და საკუთარი ბიზნესის წარმოებასაც კი.

7. ემილ მოტიკა, Motycka Enterprises

ემილმა საკუთარი ფულის შოვნა ჯერ კიდევ 9 წლის ასაკში დაიწყო გაზონების გაკრეჭით, ხოლო 18 წლის ასაკში მან ეს საქმიანობა ბიზნესად აქცია, დააარსა რა საკუთარი კომპანია Motycka Enterprises, რომელიც აგრეთვე გაზონების კრეჭას ემსახურება. კომპანიამ ყმაწვილს მილიონები მოუტანა.

იმისათვის, რომ სწავლაში არ ჩამორჩეს და ბიზნესსაც მიაქციოს ყურადღება, ემილის ძალიან დაძაბული რეჟიმი აქვს. "მე მხოლოდ 4 საათი მძინავს დღე-ღამეში", - აღიარებს ის. სულაც არაა იოლი ამ რეჟიმში ცხოვრება, მაგრამ როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას.

8. რაიანი, Ryan’s Barkery

რაიანმა თავისი ბიზნესი ჯერ კიდევ მაშინ დააარსა, როცა დაწყებით სკოლაში სწავლობდა. დღეს ის 12 წლისაა და ფლობს საკუთარ საცხობს ... ძაღლებისათვის. ერთი შეხედვით ეს არც თუ ისე მომგებიანი ბიზნესია, მაგრამ ფაქტია, რომ რაიანმა უკვე მოასწრო პირველი მილიონის გამომუშავება.

9. ჟულიეტ ბრინდაკი- გართობით ნაშოვნი მილიონი

ჟულიეტ ბრინდაკმა ბიზნესი 10 წლის ასაკში წამოიწყო - 8-13 წლის გოგონებისთვის გასართობი ინტერნეტპორტალი შექმნა. ონლაინ თამაშებით, ტესტებითა და ჩათით უამრავი მნახველი დააინტერესა, მაგრამ განსაკუთრებული წარმატება მას ინტერნეტპერსონჟამა მის ოუმ მოუტანა. პორტალს ყოველდღიურად 7 მლნ ადამიანი სტუმრობდა. პირველ მილიონსაც მაშინ "გამოჰკრა ხელი". დღეს ჟულიეტი 20 წლისაა და ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლობს. მის კომპანიაში 10 ადამიანია დასაქმებული და ყველა დისტანციურად მუშაობს. თავადაც ბიზნესს სასწავლო პროცესისგან მოუწყვეტლად უძღვება. მისი კაპიტალი 15 მლნ დოლარია.

10. ჟასმინ ლორენსი - საკუთარი ტრაგედია ბიზნეს-იდეისთვის

ჟასმინ ლორენსმა 14 წლის ასაკში თმის მოვლის არომატული საშუალება შექმნა. მისი ბიზნესი ტრაგედიით დაიწყო - გოგონას თმა გასცვივდა და გამელოტების აშკარა საფრთხის წინაშე დადგა. არცერთმა სამკურნალო საშუალებამ შედეგი არ გამოიღო, ამიტომ გოგონამ თავად დაიწყო გამოსავლის ძებნა და არომატული ზეთებისგან "ოქროს რეცეპტი" შექმნა. დღეს იასმინის კომპანია თმის კოსმეტიკის ნატურალურ კოლექციას ქმნის. წარმოება სახლის სარდაფში აქვს მოწყობილი, ხოლო პროდუქციას ცნობილი სუპერმარკეტის Walmart-ის ქსელში ყიდის. იასმინი 16 წლის ასაკში უკვე მილიონერი იყო.

11. ჯორდან კეისი, პროგრამისტი

ერთადერთი ვუნდერკინდი ჩვენს სიაში ჯორდან კეისია, რომელმაც პროგრამირება 9 წლის ასაკში ისწავლა, 12 წლისამ კი შექმნა ბესტსელერი-თამაში, რომელიც iTunesზე იყიდება. ჯორდანმა დააარსა კომპანია Casey Games, რომელიც ქმნის აპლიკაციებს და დანართებს iOs-ისათვის. ბიჭუნას მშობლებიც ამ კომპანიაში მუშაობენ და ეხმარებიან ჯორდანს მის მართვაში. დღსდღეობით უცნობია, თუ რა შემოსავალს ფლობს კეისის კომპანია, თუმცა ფაქტია, რომ ეს ციფრი რამდენიმე მილიონით განისაზღვება.

Inrermedia.ge  

myquiz