ქალმა ცხოვრებაში პირველად ერთადერთი ლატარიის ბილეთი იყიდა და 50 მილიონი მოიგო - ყველაზე იღბლიანი ადამიანი სიდნეიდან | Allnews.Ge

ქალმა ცხოვრებაში პირველად ერთადერთი ლატარიის ბილეთი იყიდა და 50 მილიონი მოიგო - ყველაზე იღბლიანი ადამიანი სიდნეიდან

არიან ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ლატარიის უამრავ ბილეთს ყიდულობენ, თუმცა ვერაფერს იგებენ, ზოგიერთი უამრავ ფულს ხარჯავს ბილეთებში და ის თანხა, რაც ბილეთებში აქვს გადახდილი, მოგებულს ბევრად აღემატება.

ამავდროულად კი, არიან იშვიათი გამონაკლისები, მსოფლიოს ყველაზე იღბლიანი ადამიანები, რომლებიც რამდენიმე ბილეთით ახერხებენ წარმატების მიღწევას.

სწორედ ასეთ ქალზე მოგიყვებით ახლა. ავსტრალიელმა ქალმა, სიდნეიში, ცხოვრებაში პირველად იყიდა ლატარიის ერთი ბილეთი და შოკირებული დარჩა, რადგანაც ამ ერთადერთი ბილეთით მან 50 მილიონი დოლარი მოიგო.

"ვერ დაიჯერებთ, არც მე მჯერა, ეს არის ერთადერთი და პირველი ლატარიის ბილეთი, რომელიც ვიყიდე. ჯიხურს ჩავუარე და უცებ ვიფიქრე, გასართობად და სახალისოდ ერთ ბილეთს ვიყიდდი, ვერ ვიჯერებ, შოკში ვარ", - ამბობს იღბლიანი ქალი.

მისივე თქმით, თავად ბილეთის შემოწმება დაავიწყდა და მეგობარმა შეახსენა.

"რას გავაკეთებ? მუშაობას გავაგრძელებ, მაგრამ ღმერთო ჩემო, 50 მილიონი მოვიგე, არ ვიცი, ჯერ არ მომიფიქრებია რას გავაკეთებ", - ამბობს გამარჯვებული.

ambebi.ge

myquiz