როგორ გამოიყურება კერძო სახლი დიღომში, რომელიც 12 მლნ ლარზე მეტი ღირს (+ფოტო) | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება კერძო სახლი დიღომში, რომელიც 12 მლნ ლარზე მეტი ღირს (+ფოტო)

თბილისში, კერძოდ, დიღომში იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 12 220 800 ლარს ( 3 993 720 დოლარი) შეადგენს.

როგორც ss.ge--ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის საერთო ფართობი 900 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი - 2000 კვ.მ.

ამასთან, ვილას აქვს 8 ოთახი, აქედან 6 საძინებელი.

განცხადების მიხედვით, კერძო სახლის პირველ სართულზე განთავსებულია: ცალკე სამზარეულო-სასადილო, მისაღები, კაბინეტი, სველი წერტილი, საძინებელი - სველი წერტილით. ხოლო, მეორე სართულზე: 4 სტანდარტული ზომის საძინებელი - 4 სველი წერტილით და 4 გარდერობის ოთახით. ასევე, დიდი საძინებელი თავისი სველი წერტილით და გარდერობის ოთახით, ორი დიდი ვერანდა.

სახლი იყოფა ორ ნაწილად, რომლის შუაში განთავსებულია აუზი და ერთსართულიანი საზაფხულო-სატრენაჟორო სახლი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახლი არის ახალაშენებული, გარემონტებული, მოწყობილი ავეჯით, ტექნიკითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით. ხოლო, ეზო არის გამწვანებული, მოპირკეთებული, აქვს გალავნი და სიგნალიზაცია.

myquiz