როგორ გამოიყურება ოქროს ნიღაბი, რომელიც ბიზნესმენმა კორონავირუსისგან დასაცავად დაამზადებინა | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება ოქროს ნიღაბი, რომელიც ბიზნესმენმა კორონავირუსისგან დასაცავად დაამზადებინა

ბიზნესმენი თავად არ არის დარწმუნებული ამგვარი ნიღბის ეფექტურობაში, მაგრამ ამბობს, რომ ეს მსუბუქია და მასში სუნთქვა უფრო ადვილია.

ინდოელმა ბიზნესმენმა შანკარ კურადემ შეუკვეთა ოქროსგან დამზადებული პირადი დამცავი მოწყობილობა. ნიღაბი დამზადებულია თხელი ოქროს ფირფიტისგან. ის მოქარგულია ოქროს ძაფებით.

ნიღაბს, ასევე, აქვს პატარა ხვრელები ჰაერისთვის. ნიღაბი, რომელიც 50 გრამს იწონის, ინდოელ მეწარმეს ოთხი ათასი დოლარი დაუჯდა.- იუწყება The Indian Express.

ბიზნესმენის თქმით, ოქროსგან დამზადებული ნიღაბი მსუბუქია, ხოლო მასში სუნთქვა ძნელი არ არის ხვრელების გამო. თუმცა, როდესაც მას ჰკითხეს ნიღბის ეფექტურობის შესახებ, ბიზნესმენმა უპასუხა, რომ იგი დარწმუნებული არ არის.

წყარო: intermedia.ge

myquiz